ქართველი მოციგურავე, ნიკა ეგაძე საფრანგეთის გრან-პრის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
საფრანგეთის გრან-პრიზე, ფიგურულ ციგურაობაში, ეგაძემ მოკლე პროგრამაში 95.67 ქულა და მეორე ადგილი დაიმსახურა, ხოლო თავისუფალ პროგრამაში 163.74 ქულა მიიღო. ჯამში 259.41 ქულას მოუყარა თავი და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
აღსანიშნავია, რომ ეს ნიკასთვის გრან-პრიზე მოპოვებული პირველი მედალია.