საქართველოს ნაკრებმა კუნგ-ფუს მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა 36 მედლით დაასრულა.
ჩინეთში, ქალაქ ემეიშანში, კუნგ-ფუს მეათე მსოფლიოს ჩემპიონატი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 54 ქვეყნის 1586 სპორტსმენმა მიიღო.
სხვადასხვა კატეგორიაში, საქართველოს კუნგ-ფუს ნაკრებმა ჩემპიონატზე 36 მედალი მოიპოვა - 2 ოქრო, 9 ვერცხლი და 25 ბრინჯაო.
ჩვენმა ნაკრებმა ასევე მონაწილეობა მიიღო გუნდურ ასპარეზობაში, რომელშიც სპეციალური პრიზი მიიღო.