კანოე-კაიაკის საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა სპორტსმენებმა ასპარეზობა 9 მედლით დაასრულეს - 6 ოქრო და 3 ბრინჯაო.
ერთადგილიანი კაიაკით, სენიორებში, 200-მეტრიან დისტანციაზე, ჩემპიონობა ნიკა ოდიშელიძემ იზეიმა. ამავე დისტანციასა და კატეგორიაში კი ბრინჯაოს პრიზიორი ბადრი ყაველაშვილი გახდა. 500-მეტრიან დისტანციაზე, ასევე ბრინჯაო მოიგო ნიკა ოდიშელიძემ.
ორადგილიანი კაიაკით, სენიორებში, 500-მეტრიან დისტანციაზე, ბრინჯაოს პრიზიორები კვლავ ნიკა ოდიშელიძე და ბადრი ყაველაშვილი გახდნენ.
ერთადგილიანი კანოეთი, სენიორებში, 200-მეტრიანი დისტანციაზე, ალექსანდრე წივწივაძემ საუკეთესო შედეგი აჩვენა და ჩემპიონობა მოიპოვა.
ასევე ერთადგილიანი კანოეთი, ვაჟებს შორის, 200-მეტრიან დისტანციაზე, ოქროს მედალი მოიპოვა საბა მალანიამ, რომელმაც ჩემპიონობა 500-მეტრიან დისტანციაზეც იზეიმა.
ერთადგილიანი კანოეთი, იუნიორთა კატეგორიაში, 200-მეტრიან დისტანციაზე, ჩემპიონი გახდა მანანა პეტრიაშვილი -ასევე ჩემპიონი გახდა 500-მეტრიან დისტანციაზეც.
ტურნირზე, რომელშიც 20 ქვეყნის 200-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა, საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში მეოთხე ადგილი დაიკავა.