მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
22 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ერთა ლიგაზე სომხეთთან განმეორებითი მატჩის წინ ხვიჩა კვარაცხელიამ პრესასთან ისაუბრა.
"პსჟ-ში ბედნიერი ვარ, როგორც საქართველოს ნაკრებში. სადაც პატივს გცემენ, იქ ბედნიერი ხარ და ცდილობ, საუკეთესო გააკეთო.
მხითარიანთან კონტაქტი არ მქონია, მაგრამ ვიცოდი, რომ სომხეთის ნაკრები ვითარდებოდა. ჩემი აზრით, ეს გუნდი წინ მიდის და იმედი მაქვს, რომ მომავალში კიდევ უფრო განვითარდება.
დინამო არენაზე თამაში მოგვენატრა, იმ ისტორიული მატჩის შემდეგ აქ არ გვითამაშია და ერთი სული გვაქვს, როდის გავალთ მოედანზე.
ბედნიერები ვართ, რომ ვბრუნდებით. გვიხარია, რადგან ეს სტადიონი ჩვენთვის ბევრს ნიშნავს, ბევრი ემოცია გადაგვხდა თავს აქ და თითოეული ფეხბურთელისთვის სასიხარულოა აქ თამაში.
პსჟ-მ ბევრი რამ მომცა. როგორც უკვე ვთქვი, ბედნიერი ვარ, დიდ პატივს მცემენ და ეს მეხმარება, რომ უფრო მეტი ვიშრომო და კონცენტრირებული ვიყო ფეხბურთზე. დიდი გამოცდილებაა ასეთ ფეხბურთელებთან თამაში, ყოველთვის ახალს ვსწავლობ ისეთი მწვრთნელისგან, როგორიც ლუის ენრიკეა.
გუნდშიც ისეთი გარემოა, რომ რთულია თავი სხვანაირად იგრძნო. ეს მეხმარება, რომ ჩემი მაქსიმუმი ვაჩვენო. ყველაფერი, რასაც ვსწავლობ, ვცდილობ ჩემს თავს და ნაკრებსაც მოვახმარო.
ბიჭებმა ერევანში ძალიან კარგად ითამაშეს, არ არის მარტივი იქ 0-3 მოიგო. კარგი თამაში იყო. რაც შეეხება მიქაუტაძეს, ვეხუმრე, ცოტა ვეჩხუბე, რატომ გამასწარი-მეთქი.
ჩვენ ძმებივით ვართ. ვცდილობთ, ნაკრებს დავეხმაროთ, გოლები გავიტანოთ, ერთმანეთს არ ვეჯიბრებით. იმედია, ასე გაგრძელდება, რაც მეტ გოლს გავიტანთ, ეს ნაკრებისთვის უკეთესი იქნება.
ჩემი ძმა? ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. მას აქვს თვისებები, რომ გახდეს პროფესიონალი ფეხბურთელი. ამისთვის დიდი გზა აქვს გასავლელი, ბევრი ექნება საშრომი, ეს ყველაფერი კარგად იცის. მონდომებულია, შეიძლება ერთხელ ერთადაც ვითამაშოთ, მაგრამ ეს მასზე იქნება დამოკიდებული.
ფეხბურთის თამაში მარტივი ნამდვილად არაა, ბევრ დაბრკოლებას ხვდები და ამ ყველაფერს თუ გადალახავს, აუცილებლად ითამაშებს. მთავარია, გააგრძელოს შრომა და ჰქონდეს მიზანი, ოცნებები, რომ ეს ყველაფერი აიხდინოს." - განაცხადა ხვიჩამ.
23 მარტს, საქართველოს ნაკრები სომხეთს დინამო არენაზე უმასპინძლებს. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.
"მოთამაშეების მოტივაციაში ეჭვი არ მეპარება" - სანიოლის პრესკონფერენცია
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები