მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
Geo Team-ის ინფორმაციით, დინამო თბილისის 23 წლის კაპიტანი, სანდრო კალანდაძე კვირის ბოლომდე უნგრეთში გაფრინდება და კარიერას ფეჰერვარში გააგრძელებს.
მოთამაშის სამედიცინო შემოწმება ორშაბათს არის ჩანიშნული. კალანდაძე უნგრულ კლუბთან კონტრაქტს 1+2 სისტემით გააფორმებს.
ქართველი მცველი დინამო თბილისის აკადემიის აღზრდილია. ის დედაქალაქური გუნდის მთავარ გუნდში 2021 წლიდან თამაშობდა და გუნდის კაპიტანიც იყო. კალანდაძეს საქართველოს ნაკრებში 2 მატჩი აქვს ჩატარებული.
რაც შეეხება ფეჰერვარს, გუნდი უნგრეთის 12-გუნდიან ჩემპიონატში 17 მატჩში მოპოვებული 21 ქულით მე-7 ადგილზეა. ფეჰერვარი ბუდუ ზივზივაძის ყოფილი კლუბია.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები