• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
დიოგუ ჟოტას უკანასკნელი მესიჯი
ფეხბურთიფეხბურთი

დიოგუ ჟოტას უკანასკნელი მესიჯი

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

საშინელი ტრაგედიიდან თითქმის ერთი წელი გავიდა, თუმცა ლივერპულის ფორვარდის, დიოგუ ჟოტას გარდაცვალების დეტალები საზოგადოებისთვის კვლავ მტკივნეულია.


ახლახან გამოცემულ ბიოგრაფიულ წიგნში მისი მეუღლე, რუტე კარდოსო, იმ უკანასკნელ შეტყობინებაზე საუბრობს, რომელიც ფეხბურთელმა ვეღარ წაიკითხა.

ტრაგედია პორტუში გამართული ქორწილიდან სულ რაღაც 11 დღეში მოხდა. 28 წლის ფეხბურთელი ინგლისში ბრუნდებოდა, როდესაც ესპანეთის ჩრდილოეთით მისი ლამბორგინი გზიდან გადავარდა. ავარიას დიოგუ ჟოტა და მისი უმცროსი ძმა, ანდრე სილვა ემსხვერპლნენ. როგორც ცნობილია, ფეხბურთელს ფრენა ფილტვის ოპერაციის გამო აუკრძალეს, რის გამოც მან მგზავრობა ავტომობილით გადაწყვიტა.


რუტე კარდოსომ მეუღლეს შეტყობინება ავარიამდე ცოტა ხნით ადრე გაუგზავნა: „სიყვარულო, როგორც კი გაჩერდები, დამირეკე, რაღაც უნდა გაჩვენო“. მას სურდა დიოგუსთვის მათი ქორწილის ვიდეო გაეზიარებინა, რომელიც სწორედ იმ დროს მიიღო. პასუხმა დააგვიანა, რამაც ოჯახში ეჭვი გააჩინა, რამდენიმე საათში კი საშინელი რეალობა დადასტურდა.

გამოძიების ვერსიით, კატასტროფა საბურავის გასკდომამ და გადაჭარბებულმა სიჩქარემ გამოიწვია. ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, რამაც ძმებს გადარჩენის შანსი არ დაუტოვა. ლივერპულისთვის ეს უდიდესი დანაკარგი იყო, თუმცა წიგნი „Nunca Mais e Muito Tempo“ გვიჩვენებს, რომ სპორტული მიღწევების მიღმა, დიოგუ ჟოტა პირველ რიგში ოჯახზე ორიენტირებული და თავმდაბალი ადამიანი იყო.

წიგნში ფეხბურთელის მშობლებიც იხსენებენ იმ საბედისწერო ღამეს. მამამისი, ჟოაკიმი ამბობს, რომ რუტეს ზარის შემდეგ მაშინვე ცუდი წინათგრძნობა დაეუფლა, ხოლო დედა, იზაბელი იხსენებს უპასუხოდ დარჩენილ მესიჯებს, რომლებიც შვილების ტელეფონებზე მანამდე გაგზავნა, სანამ ტრაგედიის შესახებ შეიტყობდა.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

ჟოტა
საფეხბურთო

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

Adidas 90-იანების ეპოქალურ დიზაინს აბრუნებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

Adidas 90-იანების ეპოქალურ დიზაინს აბრუნებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მღვდლის ანაფორა, კიბე და პანღური მეტოქეს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მღვდლის ანაფორა, კიბე და პანღური მეტოქეს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მესის, ნადალისა და ალის ფენომენი: წარმატების მეცნიერული საიდუმლო

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მესის, ნადალისა და ალის ფენომენი: წარმატების მეცნიერული საიდუმლო
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: რეალმა გარდაცვლილების ვიდეოში სხვა ანდრე სილვა გამოიყენა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: რეალმა გარდაცვლილების ვიდეოში სხვა ანდრე სილვა გამოიყენა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

09 მარ, 2026

Adidas 90-იანების ეპოქალურ დიზაინს აბრუნებს

News image

22 მარ, 2026

მღვდლის ანაფორა, კიბე და პანღური მეტოქეს

News image

15 მარ, 2026

მესის, ნადალისა და ალის ფენომენი: წარმატების მეცნიერული საიდუმლო

News image

23 ნოე, 2025

VIDEO: რეალმა გარდაცვლილების ვიდეოში სხვა ანდრე სილვა გამოიყენა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება