• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ტრაგიკული ისტორია: დეტალები 21 წლის ფეხბურთელის გარდაცვალებაზე
ფეხბურთიფეხბურთი

ტრაგიკული ისტორია: დეტალები 21 წლის ფეხბურთელის გარდაცვალებაზე

13 სექ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

„ეს არსენალის 16-წლამდელთა გუნდია, როცა ბილი ერთი წლით უფროსებში თამაშობდა და ლიამ ბრეიდის თასი მოიგეს“, - ამბობს კით ვიგარი და სიამაყით უთითებს ფოტოზე, რომელიც უესტ სასექსში, მათი სახლის კიბის თავზე ჰკიდია. იქვეა სხვა ბევრი ფოტოც, რომელიც ბილის საფეხბურთო გზას ასახავს, მათ შორის ის დღე, როცა მან არსენალთან პირველ პროფესიონალურ კონტრაქტს მოაწერა ხელი.

თუმცა, ეს ულამაზესი მოგონებები გულს გიკლავს, როცა აცნობიერებ იმ ტრაგიკულ გარემოებებს, რამაც ეს ოჯახი წმინდა მარიამის საავადმყოფოში შეკრიბა. 21 წლის ბილი ვიგარმა თავის ტვინის მძიმე ტრავმა მიიღო, როცა ჩიჩესტერ სიტის შემადგენლობაში ვინგეიტ ენდ ფინჩლის წინააღმდეგ თამაშობდა. ბურთისთვის ბრძოლისას, მოწინააღმდეგესთან კონტაქტის შემდეგ ის დაეცა და თავი ბეტონის კედელს დაარტყა, რომელიც მოედნის კიდიდან სულ რაღაც 3 მეტრში იყო.

მშობლები, კითი და კამილა, ამ დროს ხორვატიაში ისვენებდნენ.


როგორც კი კუნძულზე ფეხი დავდგით, ტელეფონმა დარეკა. ჩიჩესტერის მწვრთნელი, მაილსი იყო და გვითხრა, რომ საქმე ცუდად იყო


მშობლები პირველივე რეისით დაბრუნდნენ, თუმცა ბილის მდგომარეობა უკვე კრიტიკული იყო. ტრავმიდან სამი დღის შემდეგ მას ოპერაცია ჩაუტარდა, 48 საათის შემდეგ კი გარდაიცვალა. ბილი ვიგარმა სიცოცხლე იმ თამაშს შესწირა, რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა.

დღეს ვიგარების ოჯახისთვის ყოველი დღე გამოწვევაა. ბილის მეგობარი გოგონა, ლოისი, რომელთანაც ის 16 წლიდან იყო, სახლში კვირაში ერთხელ მაინც რჩება. „ლოისს დაძინება უჭირს. არ უნდა, რომ გაიღვიძოს და გააცნობიეროს, რომ კიდევ ერთი დღე გავიდა ბილის გარეშე“, - ამბობს კამილა.

რამდენიმე კვირის წინ, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ (FA) განცხადება გაავრცელა და მოედნის გარშემო ბეტონისა და აგურის კედლების არსებობა აკრძალა. თუმცა, ოჯახისთვის ეს დაგვიანებული ნუგეშია.


ყველა გვეუბნება, რომ უნდა გვიხაროდეს. კი, კარგია სხვებისთვის, მაგრამ ეს ბილის ვერ დაგვიბრუნებს. პირიქით, ეს FA-ს მიმართ კიდევ უფრო მაბრაზებს, რადგან ჩანს, რა მარტივად შეეძლოთ ამის შეცვლა მანამდე


სამედიცინო დასკვნაში, რომელიც კორონერს გაეგზავნა, ნათქვამია: „რომ არა კედელი, ეს ტრავმა არ მოხდებოდა. შეჯახება კედლის გარეშე რომ მომხდარიყო, ბილი ვიგარი მხოლოდ მსუბუქ დაზიანებებს მიიღებდა.“



საგანგაშო ნიშნები მანამდეც არსებობდა. 2022 წელს, ალექს ფლეტჩერმა მსგავსი ტრავმა მიიღო ბათ სიტის რიგებში თამაშისას. 2021 წელს იგივე დაემართა დენი კლარკს, 2015 წელს კი ბენ ჰისკოქსი მოედანზე კედელთან შეჯახების შედეგად დაიღუპა. FA-ს მანამდეც არაერთხელ მოუწოდეს ზომების მიღებისკენ, თუმცა არაფერი შეცვლილა. როდესაც FA-ს წარმომადგენელი, ენდი ამბლერი ოჯახს ესტუმრა და უსაფრთხოების წესებზე ესაუბრა, კითმა მას პირდაპირ უთხრა: „რა აზრი აქვს ამ დოკუმენტს? ეს სრული სისულელეა“.

ჩიჩესტერ სიტიმ ბილის საპატივსაცემოდ ახალ მაისურებზე ანგელოზის ფრთები და წარწერა დაიტანა: „BV9, სამოთხემ თავდამსხმელი შეიძინა“. მწვრთნელმა დარინ კილპატრიკმა დაკრძალვაზე ლექსიც წაიკითხა, სახელწოდებით „თავმდაბალი 9-იანი“. პატივისცემა გამოხატეს მიკელ არტეტამ, პერ მერტეზაკერმა, არსენალისა და ბრაიტონის კლუბებმა.

თუმცა, გლოვას ვადა არ აქვს. ოჯახი კორონერის დასკვნასა და გამოძიების დასრულებას ელის. კითხვაზე, თუ რას ითხოვენ ისინი, კითი პასუხობს:


ჩვენ სამართლიანობა გვინდა. გვინდა გავიგოთ, რატომ უნდა დაღუპულიყო ბილი იმისთვის, რომ რამე შეცვლილიყო.
თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

საფეხბურთო

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

VIDEO: მატჩის დროს მეხის დაცემისგან 24 წლის ფეხბურთელი დაიღუპა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: მატჩის დროს მეხის დაცემისგან 24 წლის ფეხბურთელი დაიღუპა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მოულოდნელი გადაწყვეტილება ნიშნობის შემდეგ

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მოულოდნელი გადაწყვეტილება ნიშნობის შემდეგ
•ფეხბურთი

ფეხბურთი

30 წლის ორსული ფეხბურთელი ვარჯიშის დროს გარდაიცვალა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

30 წლის ორსული ფეხბურთელი ვარჯიშის დროს გარდაიცვალა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

Arena Sports Bar-ის ახალი სეზონი გაიხსნა - ადგილი, სადაც სპორტის სიყვარული ყველას აერთიანებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

Arena Sports Bar-ის ახალი სეზონი გაიხსნა - ადგილი, სადაც სპორტის სიყვარული ყველას აერთიანებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

06 აგვ, 2026

VIDEO: მატჩის დროს მეხის დაცემისგან 24 წლის ფეხბურთელი დაიღუპა

News image

22 აგვ, 2026

მოულოდნელი გადაწყვეტილება ნიშნობის შემდეგ

News image

22 სთ წინ

30 წლის ორსული ფეხბურთელი ვარჯიშის დროს გარდაიცვალა

News image

4 სთ წინ

Arena Sports Bar-ის ახალი სეზონი გაიხსნა - ადგილი, სადაც სპორტის სიყვარული ყველას აერთიანებს

კომენტარები

ლინკის დაკოპირება