მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
როგორც ბრაზილიური Globo იუწყება, ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაცია არგენტინასთან 4-1 მარცხის შემდეგ განიხილავს ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის, დორივალ ჟუნიორის გათავისუფლებას.
ფედერაციაში უკვე ახალ მწვრთნელზეც ფიქრობენ და პრესაში რამდენიმე სახელიც გაჟღერდა.
სელესაოს საოცნებო მწვრთნელი ლეგენდარული კარლო ანჩელოტია, რომელიც ფედერაციის პრეზიდენტის, ედნალდო როდრიგესის პირადი არჩევანია.
ასევე განიხილება ფილიპე ლუისის ვარიანტიც, რომელიც ახალბედობის მიუხედავად ფლამენგოში წარმატებით ასპარეზობს.
თუმცა იტალიელისა და ბრაზილიელის გუნდები ივნისში FIFA-ს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე იღებენ მონაწილეობას და ამის გამო ფედერაციაში ახალი მწვრთნელის არჩევა შეიძლება არ იჩქარონ.
ბრაზილიური Goal ახალი მწვრთნელობის ვარიანტებად ანჩელოტისთან და ფილიპე ლუისთან ერთად ტიტეს, აბელ ფერეირასა და რენატო გაუჩოსაც ასახელებს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები