მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბრაზილიის ნაკრების კონფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ დორივალ ჯუნიორი გუნდის მთავარი მწვრთნელი აღარ იქნება.
62 წლის სპეციალისტს არგენტინასთან 1:4 განადგურება არ აპატიეს.
არადა მუნდიალის მოგების პირობა დადო - ვინ არის დორივალ ჯუნიორი?
დორივალმა ბრაზილიის ნაკრები 2024 წლის იანვარში ჩაიბარა და გუნდთან ერთად 16 მატჩის ჩატარება მოასწრო. ამ პერიოდში მან 7 გამარჯვება მოიპოვა, ამდენჯერვე ფრე ითამაშა და ორი თამაში წააგო.
ამ ეტაპზე სელესაო უმწვრთნელოდ არის - კონფედერაცია სასურველი ვარიანტის ძიებას აგრძელებს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები