მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
პორტუგალიელი სპეციალისტი ჟორჟე ჟეზუში მზად არის ბრაზილიის ნაკრები ჩაიბაროს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ალ ჰილალის თავკაცმა ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციას თავისი მზადყოფნა გამოუთქვა, რომ გუნდი ალ ჰილალთან ერთად სეზონის დასრულების შემდეგ ჩაიბაროს.
ახლა გადაწყვეტილება ბრაზილიის კონფედერაციამ უნდა მიიღოს, რომლის საოცნებო სამიზნე კარლო ანჩელოტი მინიმუმ ივლისის დასრულებამდე არ იქნება ხელმისაწვდომი.
70 წლის ჟორჟე ჟეზუშს ნაკრებში არასდროს არ უმუშავია - სამწვრთნელო კარიერის დიდი ნაწილი მას სამშობლოში აქვს გატარებული, სადაც ბრაგას, ბენფიკას და სპორტინგს წვრთნიდა, ბრაზილიაში კი ფლამენგოში აქვს ნამუშევარი. ამჟამად მწვრთნელი საუდის არაბეთის ალ ჰილალში მუშაობს, რომელთან ერთადაც გასულ სეზონში საუდის ლიგა მოიგო.
გუშინ ბრაზილიელებმა დორივალ ჯუნიორის გაშვების გადაწყვეტილება ოფიციალურად დაადასტურეს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები