მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
5 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბარსელონას ყოფილი მცველი დანი ალვეში გაუპატიურების საქმეზე გაამართლეს.
2023 წლის 20 იანვარს ბრაზილიის ნაკრების ექს-ფეხბურთელი სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. მას ბრალად ერთ-ერთ ღამის კლუბში ქალის გაუპატიურება ედებოდა.
2024 წლის მარტში ალვეშს თავისუფლების 4.5 წლით აღკვეთა და 5-წლიანი პირობითი პატიმრობა შეეფარდა, თუმცა ფეხბურთელის მხარემ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. მარტის ბოლოს, ალვეში 1 მილიონი ევროს ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.
კატალონიის უმაღლესმა სასამართლომ საქმე განიხილა და პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება არასაკმარისი მტკიცებულებების გამო გაანულა. საბოლოო დასკვნაში ნათქვამია, რომ წარმოდგენილი ფაქტები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ უდანაშაულობის პრეზუმპცია იყოს უგულებელყოფილი.
სასამართლომ პროკურატურის აპელაციაც უარყო, რომელიც სასჯელის ვადის 9 წლამდე გაზრდას ითხოვდა. ასევე, უარი უთხრეს მსხვერპლსაც, რომელიც ითხოვდა, რომ ალვეშისთვის თავისუფლება 12 წლით აღეკვეთათ.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები