მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
სიახლე აღარავისთვისაა: ბრაზილია ეს-ესაა დორივალ ჯუნიორს გაუშვებს, რაც არგენტინასთან სამარცხვინო წაგებამ (1:4) გამოიწვია.
დორივალმა ნაკრები ერთ წელზე ცოტა დიდი ხნის წინ ჩაიბარა და პირველივე პრესკონფერენციაზე მსოფლიოს მოგების პირობა დადო: "ბრაზილიას ზედმეტად დიდი ხანია მსოფლიო ჩემპიონატი არ მოუგია. ჩვენ ამას გამოვასწორებთ და 2026 წლის მუნდიალს მოვიგებთ."
სამწუხაროდ, არ გამოვა, მინიმუმ დორივალის ხელმძღვანელობით მაინც.
საერთოდ რა ვიცით დორივალ ჯუნიორის შესახებ?
დორივალმა მთელი კარიერა ბრაზილიაში გაატარა: პალმეირასში, გრემიოში, კორიტიბუში და ბოტაფოგოში უთამაშია. როგორც ფეხბურთელის, მისი მთავარ მიღწევა - სანტა-კატარინას შტატის ჩემპიონობაა. მწვრთნელობა კი მან 2022-ში დაიწყო: ფეროვიარია ჩაიბარა, შემდეგ კი ნელ-ნელა ქვეყნის ტოპ გუნდებამდეც მივიდა: ფლამენგო, ფლუმინენსე და სხვები. საბოლოოდ, მან სამჯერ მოიგო ბრაზილიის თასი, 2022-ში კი ფლამენგოსთან ერთად ლიბერტადორესის თასზე იმარჯვა.
დორივალისთვის ეს განსაკუთრებული კლუბია, სადაც ის სიყვარულიდან ზიზღისაკენ და პირიქით მიემართებოდა. იყო განსაკუთრებული კურიოზებიც: მაგალითად 2013-ში ის ფლამენგოდან იმის გამო გაუშვეს, რომ იჯარით რუბინში მოთამაშე კარლოს ედუარდოს ხელფასის გადასახდელად მას სთხოვეს თავისი ხელფასი შეემცირებინა, რაზეც უარი თქვა. ამის პასუხად, ფლამენგომ დორივალი გუნდიდან გაუშვა. თუმცა, ის ორჯერ დაბრუნდა და საბოლოოდ, წარმატებასაც მიაღწია.
სწორედ დორივალმა მისცა 2010-ში ისეთ ვარსკვლავებს ანთების საშუალება, როგორებიც ნეიმარი, განსო და ალან პატრიკი იყვნენ სანტოსში - ამ გუნდთან ერთად ჯუნიორმა ბრაზილიის თასი და სან-პაულუს სტატის ჩემპიონატი მოიგო. თუმცა, 2010-ს სექტემბერში ნეიმარს პენალტის გამო ეჩხუბა: სთხოვა, დარტყმა თანაგუნდელისთვის დაეთმო, რადგან ახალგაზრდა ვუნდერკინდი მუდმივად აფუჭებდა. ნეიმ მწვრთნელთან ლაპარაკი შეწყვიტა, სანტოსმა კი სუპერვარსკვლავის მხარე დაიჭირა და დოვირალი გაუშვა.
2024-ს იანვარში ბრაზილიის ახალ მწვრთნელს პირდაპირ ნეიზე ჰკითხეს: "არ მაქვს მასთან პრობლემა. სანტოსის ხელმძღვანელობამ თავისი გადაწყვეტილება მიიღო, რაც პატივისცემით მივიღე. ყოველი ჩვენი მომდევნო შეხვედრა პოზიტივით იყო სავსე. თუმცა, ნეიმარის ტრავმატულობის გამო მის გარეშეც უნდა ისწავლოს თამაში და ეს ჩემი მიზანია."
არ გამოვდა. დორივალის ხელმძღვანელობით გუნდმა ჯერ ინგლისს მოუგო ამხანაგური მატჩი, შემდეგ ესპანეთს სანტიაგო ბერნაბეუზე ფრე (3:3) ეთამაშა. კოპა ამერიკის წინ კიდევ ორი ამხანაგური მატჩის შემდეგ, გუნდი ტურნირზე გაემგზავრა, მაგრამ იქ ჩაფლავდა - ურუგვაისთან 1/4 ფინალში გავარდა. ჯუნიორმა თანამდებობა მაშინაც უბრალოდ ვარიანტების არქონის გამო შეინარჩუნა. ახლა კი ბრაზილიელები მუნდიალის შესარჩევში მეოთხე ადგილს იკავებენ და ზედიზედ ორი მატჩი წააგეს: არგენტინასთან 1:4 და პარაგვაისთან 0:1.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები