დორტმუნდის ბორუსიამ ნიკო შლოტერბეკთან კონტრაქტი 2031 წლამდე გაახანგრძლივა.
გერმანიის ნაკრების ფეხბურთელმა ახალი ხელშეკრულება დღეს BVB-ის შტაბ-ბინაში გააფორმა.
შლოტერბეკი დორტმუნდს ფრაიბურგიდან 2022 წელს შეუერთდა და მას შემდეგ „შავ-ყვითლების“ შემადგენლობაში 155 ოფიციალური მატჩი ჩაატარა. ცენტრალურმა მცველმა 10 გოლი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა გააკეთა.
შლოტერბეკს ასევე გერმანიის ეროვნული ნაკრების მაისურით ჩატარებული აქვს 25 მატჩი 2022 წელს დებიუტის შემდეგ.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ BVB-სთან კონტრაქტი გავახანგრძლივე. გადაწყვეტილების მიღებას შეგნებულად დრო დავუთმე, რადგან ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. პროცესში კარგი განხილვები გვქონდა, თუმცა ეს არ იყო საკითხი, რომელიც ერთ-ორ კვირაში მოგვარდა.
კლუბის ხელმძღვანელობამ კარგი გეგმა წარმოგვიდგინა და მე ვიცი, რა მაქვს ამ კლუბში. ჩემი მიზანია, დორტმუნდის ბორუსიასთან ერთად ტიტულების მოგება.“ - განაცხადა შლოტერბეკმა.