• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
სანჩოს მანჩესტერული ოცნება სრულდება - დორტმუნდი დაინტერესებულია
ფეხბურთიფეხბურთი

სანჩოს მანჩესტერული ოცნება სრულდება - დორტმუნდი დაინტერესებულია

4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ბორუსია დორტმუნდმა ოფიციალურად დაადასტურა ინტერესი ჯეიდონ სანჩოს ხელახლა გაფორმებასთან დაკავშირებით. მისი კონტრაქტი მანჩესტერ იუნაიტედთან ივნისში იწურება. ბუნდესლიგის გიგანტები 26 წლის ვინგერის მესამედ დაბრუნებას განიხილავენ, თუმცა ამისათვის შემტევს ხელფასის საგრძნობლად შემცირება მოუწევს.

გერმანული კლუბი სერიოზულად განიხილავს ინგლისის ნაკრების ფეხბურთელის სიგნალ იდუნა პარკზე დაბრუნებას პრემიერ ლიგაში გატარებული რთული პერიოდის შემდეგ. ამჟამად ასტონ ვილას რიგებში იჯარით მყოფი სანჩოს კარიერა იუნაიტედში სრულდება - ოლდ ტრაფორდზე მისი 73-მილიონიანი ტრანსფერიდან ხუთი წლის შემდეგ. მიუხედავად ინგლისში არასტაბილური თამაშისა, დორტმუნდის ხელმძღვანელობა ოპტიმისტურადაა განწყობილი და სჯერათ, რომ ნაცნობი გარემო ვინგერს ფორმის აღდგენაში დაეხმარება.

დორტმუნდის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის პოტენციურ კანდიდატებს ყურადღებით აკვირდებიან და სანჩოს სახელი სამიზნეების სიის სათავეშია. მიუხედავად იმისა, რომ კლუბს მისი დაბრუნება სურს, Sky Germany-ს ცნობით, ფინანსური მხარე კვლავ მთავარ დაბრკოლებად რჩება, რადგან ფეხბურთელის წლიური ხელფასი ამჟამად 15 მილიონს შეადგენს.

კლუბის სატრანსფერო სტრატეგიასა და ვინგერის მიმართ ინტერესზე საუბრისას, დორტმუნდის მმართველმა დირექტორმა, ლარს რიკენმა SPORT BILD-ს განუცხადა:


ჩვენ ამჟამად ბევრ მოთამაშეს ვაკვირდებით და მათ დეტალურ ანალიზს ვაკეთებთ. ვამოწმებთ, შეუძლიათ თუ არა მათ ჩვენი გაძლიერება. იმავეს ვაკეთებთ ჯეიდონის შემთხვევაშიც.


სანჩოს გზა 2021 წელს გუნდიდან წასვლის შემდეგ სავსე იყო სირთულეებით. იუნაიტედში გადასვლა, რომელსაც თავად ახდენილ ოცნებად ახასიათებდა, ახლა წარუმატებლად სრულდება. იუნაიტედში გატარებული მძიმე ორი წლის შემდეგ, მან დორტმუნდში იჯარის დროს კარგი შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა შემდგომ ჩელსიში კვლავ იმედგაცრუება მოჰყვა. მისი ამჟამინდელი იჯარა ასტონ ვილა რიგებში ასევე არ მიდის სახარბიელოდ - 26 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 31 მატჩში (აქედან მხოლოდ 17 სასტარტოში) მხოლოდ ერთი გოლი და სამი საგოლე გადაცემა მიითვალა.

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

ასტონ ვილა
ბუნდესლიგა
დორტმუნდი
მანჩესტერი
პრემიერ ლიგა
სანჩო

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

მანჩესტერული კოშმარის შემდეგ ამორიმმა პაუზა აიღო

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მანჩესტერული კოშმარის შემდეგ ამორიმმა პაუზა აიღო
•ფეხბურთი

ფეხბურთი

პრემიერ ლიგამ ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სეზონისთვის მე-5 გუნდი გაინაღდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

პრემიერ ლიგამ ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სეზონისთვის მე-5 გუნდი გაინაღდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

„მომაკვდინებელი" აარონ რემზი ფეხბურთიდან წავიდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„მომაკვდინებელი" აარონ რემზი ფეხბურთიდან წავიდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

24-დღიანი პაუზა დასრულდა - იუნაიტედი მწვერვალისკენ მიისწრაფვის

•ფეხბურთი

ფეხბურთი

24-დღიანი პაუზა დასრულდა - იუნაიტედი მწვერვალისკენ მიისწრაფვის
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

07 აპრ, 2026

მანჩესტერული კოშმარის შემდეგ ამორიმმა პაუზა აიღო

News image

10 სთ წინ

პრემიერ ლიგამ ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სეზონისთვის მე-5 გუნდი გაინაღდა

News image

07 აპრ, 2026

„მომაკვდინებელი" აარონ რემზი ფეხბურთიდან წავიდა

News image

6 სთ წინ

24-დღიანი პაუზა დასრულდა - იუნაიტედი მწვერვალისკენ მიისწრაფვის

კომენტარები

ლინკის დაკოპირება