რუბენ ამორიმის მოღვაწეობა მანჩესტერ იუნაიტედში მიმდინარე კალენდარული წლის დასაწყისში დასრულდა. პორტუგალიელი სპეციალისტისთვის 14-თვიანი პერიოდი ისე არ წარიმართა როგორც დაგეგმილი იყო.
41 წლის მწვრთნელი იანვარში მაიკლ კერიკმა შეცვალა და მას შემდეგ იუნაიტედის შედეგები საგრძნობლად გაუმჯობესდა. ამორიმი ოლდ ტრაფორდზე ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდა მწვრთნელის რეპუტაციით მივიდა, თუმცა მანჩესტერულმა გამოცდილებამ მასზე ნამდვილად დატოვა კვალი.
იუნაიტედის ფეხბურთელებმა ალღო ვერ აუღეს ამორიმის სათამაშო სტილს, მისმა სიჯიუტემ კი მუდმივად გამოეყენებინა ბევრისგან გაკრიტიკებული 3-5-2 სისტემა გამოიწვია მძიმე მატჩები, რაც საბოლოოდ კლუბის ხელმძღვანელობისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. შობის პერიოდში გუნდის წამყვან ფიგურებთან კონფლიქტი ბოლო წვეთი გამოდგა და ლიდს იუნაიტედი წინააღმდეგ ელან როუდზე ნათამაშები ფრის (1:1) შემდეგ, ამორიმი გაუშვეს.
მას შემდეგ ამორიმს სამშობლოში დაბრუნებასა და ბენფიკას ჩაბარებას უწინასწარმეტყველებდნენ, ასევე ვრცელდებოდა ხმები პორტუგალიის ნაკრებში შესაძლო დანიშვნის შესახებ, თუმცა, როგორც The Mirror იტყობინება, იუნაიტედისა და სპორტინგის ყოფილ თავკაცს სამწვრთნელო სკამზე დაბრუნება ჯერჯერობით განზრახული არ აქვს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ამორიმი სიამოვნებით ატარებს დასვენების პერიოდს და დაბრუნება მისი დღის წესრიგის პრიორიტეტი არ არის. ამორიმი ტკბება ფეხბურთიდან აღებული პაუზით - მან აღდგომის დღესასწაული რიო დე ჟანეიროში გაატარა და იმ მზით ტკბებოდა, რომელიც მანჩესტერში ყოფნისას ასე აკლდა.