• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ლიდერობის დეფიციტი ენფილდზე - კლუბი ჰენდერსონს ნატრობს
ფეხბურთიფეხბურთი

ლიდერობის დეფიციტი ენფილდზე - კლუბი ჰენდერსონს ნატრობს

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ ლიგის მოქმედი ჩემპიონის სტატუსს ატარებენ, ლივერპულის თამაში მიმდინარე სეზონის უდიდეს ნაწილში იმედგამაცრუებული იყო.


არნე სლოტი სახიფათო მდგომარეობაში აღმოჩნდა და უკვე ვრცელდება ვარაუდები იმის შესახებ, თუ ვინ შეიძლება შეცვალოს ის. ლივერპული ხელმძღვანელობა ამ ეტაპზე კვლავ მხარს უჭერს ნიდერლანდელ სპეციალისტს, თუმცა მდგომარეობის მკვეთრი გაუმჯობესება რაც შეიძლება მალეა საჭირო.

ლივერპულში პრობლემები როგორც მოედანზე, ისე მის გარეთაა. ზოგიერთი სირთულე, რომელსაც გუნდი ამ სეზონში აწყდება, კლუბის კონტროლს მიღმაა. ყველაფერს ემატება რამდენიმე სერიოზული ტრავმა და ზაფხულში დიოგო ჟოტასა და მისი ძმის ტრაგიკული გარდაცვალება, რამაც გუნდზე უდიდესი გავლენა იქონია.

რთულ ვითარებაში მყოფ ლივერპულს ლიდერობის დეფიციტი ეტყობა. ვირჯილ ვან დაიკის აღიარება, რომ მანჩესტერ სიტისთან 4:0 მარცხისას ფეხბურთელებმა ფაქტობრივად ბრძოლას თავი დაანებეს, არსებულ პრობლემებს ნათლად ასახავს.


ჟურნალისტმა პოლ ჯოისმა თქვა:


დამოკიდებულება შეიცვალა და სტანდარტებმა ნამდვილად დაიწია. ეს ცუდად აისახება როგორც ფეხბურთელებზე, ისე იმ ადამიანზე [ვან დაიკზე], რომელმაც ისინი უნდა შთააგონოს. რას არ მისცემდნენ ახლა იმისთვის, რომ ჯორდან ჰენდერსონის ან ჯეიმს მილნერის მსგავსი ვინმე ჰყავდათ გუნდში. დროა, ახალმა ჯგუფმა აიღოს პასუხისმგებლობა ამ რთულ დროს.


ჰენდერსონმა ლივერპული 2023 წელს დატოვა და საუდის არაბეთში გადავიდა, თუმცა ინგლისელი ახლა პრემიერ ლიგას კვლავ დაუბრუნდა - ის ბრენტფორდი ფეხბურთელია და დასავლეთ ლონდონში წელს საკვანძო ფიგურას წარმოადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი გულშემატკივარი ჰენდერსონის ტექნიკურ მონაცემებს აკრიტიკებდა, მისი ლიდერული თვისებები ეჭვგარეშეა და სწორედ ასეთი ხასიათია ის, რაც წითლებს ახლა ყველაზე მეტად აკლიათ.

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

არნე სლოტი
ჰენდერსონი
ლივერპული
პრემიერ ლიგა
ვან დეიკი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

კარგი ამბავი არსენალისთვის სპორტინგთან თამაშამდე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კარგი ამბავი არსენალისთვის სპორტინგთან თამაშამდე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"მისი ჩანაცვლება ადვილი არ იქნება" - კარაგერი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"მისი ჩანაცვლება ადვილი არ იქნება" - კარაგერი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

იუნაიტედი სიტის ნახევარმცველისთვის რბოლაში უგებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

იუნაიტედი სიტის ნახევარმცველისთვის რბოლაში უგებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კამავინგას რეალის დატოვება არ სურს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კამავინგას რეალის დატოვება არ სურს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

12 სთ წინ

კარგი ამბავი არსენალისთვის სპორტინგთან თამაშამდე

News image

12 სთ წინ

"მისი ჩანაცვლება ადვილი არ იქნება" - კარაგერი

News image

2 სთ წინ

იუნაიტედი სიტის ნახევარმცველისთვის რბოლაში უგებს

News image

3 სთ წინ

კამავინგას რეალის დატოვება არ სურს

კომენტარები

ლინკის დაკოპირება