არსენალს სპორტინგთან მატჩის წინ სიახლე აქვს - ტრავმების მხრივ მდგომარეობა უმჯობესდება.
არსენალის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა მას შემდეგ, რაც გაბრიელმა სპორტინგთან შეხვედრის წინ ვარჯიში განაახლა. ბრაზილიელმა მცველმა მოედანი ნაადრევად დატოვა გასულ უქმეებზე, საუთჰემპტონთან ასოციაციის თასზე წაგებულ მატჩში. მიუხედავად იმისა, რომ ის პირდაპირ გასახდელში არ შესულა, სათადარიგოთა სკამზე მას მარცხენა ფეხზე ყინულები დაადეს.
მატჩის შემდეგ მიკელ არტეტას კომენტარი:
არ ვიცი, მან რაღაც იგრძნო. ზუსტად არ ვიცით, რა სჭირს, უნდა გამოვიკვლიოთ. რა თქმა უნდა, როდესაც ფეხბურთელი თავად ითხოვს შეცვლას, ეს არასდროსაა კარგი ამბავი.
როგორც ჩანს, გაბრიელი მზად იქნება სპორტინგის წინააღმდეგ სათამაშოდ. არსენალი შეეცდება თამაშის მოგებას მას შემდეგ, რაც ზედიზედ ორი მარცხი განიცადა მანჩესტერ სიტისა და საუთჰემპტონთან.
ამასთანავე, ორშაბათ დილას ლონდონ კოლნის საწვრთნელ ბაზაზე გამართულ სესიაში მონაწილეობა მიიღეს ლეანდრო ტროსარმა და დეკლან რაისმაც. გუნდი პორტუგალიაში გასამგზავრებლად დღის მეორე ნახევარში ემზადება.
არსენალის მწვრთნელი არტეტა მედიის წინაშე ლისაბონში წარდგება, სადაც სავარაუდოდ ისაუბრებს ბუკაიო საკასა და იურიენ ტიმბერის მდგომარეობაზე - მოასწრებენ თუ არა ისინი დაბრუნებას მომავალ კვირას ემირეითსზე გასამართი განმეორებითი მატჩისთვის.
როგორც მოსალოდნელი იყო, ტრავმების გამო ვარჯიშზე არ გამოჩენილან ებერეჩი ეზე, პიერო ინკაპიე და მიკელ მერინო.