უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის პირველი მატჩების მსაჯები ცნობილია.
7 აპრილი - 23:00
სპორტინგი vs არსენალი - დანიელ ზიბერტი (გერმანია)
დანიელ ზიბერტმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 7 შეხვედრაში იმსაჯა და ჯამში 37 ყვითელი, 1 მეორე ყვითელი და 1 წითელი ბარათი გამოიყენა, სულ კი 1 პენალტი დანიშნა. გერმანელმა სპორტინგის მატჩშიც იმუშავა, სადაც ლისაბონელებმა იუვენტუსთან გასვლაზე 1-1 ითამაშეს, ზიბერტმა კი ფეხბურთელებს 5 ყვითელი ბარათი უჩვენა.
რეალი vs ბაიერნი - მაიკლ ოლივერი (ინგლისი)
მაიკლ ოლივერმა ამ სეზონში ასევე 7 მატჩში იმუშავა, სადაც ჯამში 27-ჯერ გააფრთხილა მოთამაშეები (ყვითელი ბარათი). ინგლისელმა რეალის გასვლითი შეხვედრა განსაჯა ოლიმპიაკოსთან (3-4), სადაც 3 ყვითელი ბარათის ჩვენება მოუწია.
8 აპრილი - 23:00
ბარსელონა vs ატლეტიკო - ისტვან კოვაჩი (რუმინეთი)
კოვაჩმა ამ სეზონის 6 ჩემპიონთალიგურ მატჩში 29 ყვითელი და 2 მეორე ყვითელი ბარათი გამოიყენა, გალათასარაისა და ატლეტიკოს ფრედ (1-1) დასრულებულ შეხვედრაში კი 7 ყვითელი ბარათი დაფიქსირდა.
პსჟ vs ლივერპული - ხოსე მარია სანჩესი (ესპანეთი)
ხოსე მარია სანჩესმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 5 შეხვედრა განსაჯა, მისი სტატისტიკა კი ასეთია - 22 ყვითელი, 2 მეორე ყვითელი და წითელი ბარათი, ასევე 3 პენალტი. ესპანელს ამ სეზონში პსჟ-სა და ლივერპულის მატჩზე არ უმუშავია.