ლივერპულის ყოფილმა ვარსკვლავმა, ჯეიმი კარაგერმა, მოჰამედ სალაჰის კარიერაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, თუ რამდენად რთული იქნება მისი ჩანაცვლება. კარაგერმა აღნიშნა, რომ ფეხბურთში მემკვიდრეობის დატოვებისთვის სტაბილურობასა და ერთგულებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
ეს კომენტარი კარაგერმა მას შემდეგ გაკეთდა, რაც სალაჰმა მიმდინარე 2025-2026 წლების სეზონის ბოლოს ლივერპული დატოვების შესახებ გამოაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ მისი კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ეგვიპტელ ვარსკვლავს ჯერ არ გადაუწყვეტია, სად გააგრძელებს კარიერას. განიხილება საუდის არაბეთის, ამერიკის (MLS) ან ევროპის სხვა გრანდების ვარიანტები.
კარაგერმა Liverpool Echo-სთან ინტერვიუში განაცხადა:
სალაჰი პირველივე დღიდან გამორჩეული იყო. არავინ ელოდა, რომ ის ლივერპულში ასეთ მაღალ დონეს მიაღწევდა. ის ერთ-ერთი საუკეთესოა მათ შორის, ვისაც კი ოდესმე კლუბის მაისურით უთამაშია. მან აქ 9 სრული სეზონი გაატარა და მისი წარმატების საიდუმლო წლების განმავლობაში სტაბილურად საოცარი თამაშია.
ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს ის, რომ ის ყოველ კვირას, ყოველ მატჩში თამაშობს და არასდროს იღლება. მისი კარიერით ვამაყობ. შეიძლება ტრავმების აცილებაში იღბალიც ეხმარება, მაგრამ მისი მუდმივი სურვილი, იყოს მოედანზე და ითამაშოს, არის ის, რაც მას სხვებისგან გამოარჩევს.
კარაგერისთვის სალაჰი მხოლოდ ტექნიკით არ შემოიფარგლება, იგი აფასებს ეგვიპტელის ყოველდღიურ თავდადებასაც გუნდისადმი. ამბობს, რომ კლუბს ისტორიაში ბევრი ლეგენდა ჰყოლია, თუმცა სალაჰის ჩანაცვლება მაინც არ იქნება ადვილი.
დასასრულს, კარაგერმა მომავალზეც ისაუბრა:
შესაძლოა, ახლა სხვა ტიპის მარჯვენა გარემარბი გვჭირდება, რომელიც უფრო მეტად მომენტების შექმნაზე იქნება ორიენტირებული. არ ვფიქრობ, რომ ლივერპულისთვის ხმაურიანი და ძვირადღირებული ტრანსფერია აუცილებელი. გასულ ზაფხულს რამდენიმე ცნობილი ფეხბურთელი დავიმატეთ, მაგრამ შედეგები ჯერჯერობით ბოლომდე დამაკმაყოფილებელი არ არის. მთავარია სწორი ფეხბურთელის შერჩევა სწორი მიზეზების გამო.