მან სიტის ნახევარმცველი, ბერნარდუ სილვა, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ გუნდიდან წავა.
ეს ინფორმაცია პეპ გვარდიოლას ასისტენტმა, პეპ ლინდერსმა, ინგლისის თასზე ლივერპულთან მოგებული მატჩის (4:0) შემდეგ დაადასტურა.
„შეუძლებელია მისი შეცვლა სხვა მსგავსი მოთამაშით, რადგან ასეთები უბრალოდ არ არსებობენ. ბერნარდუ სილვა უნიკალურია. ის აკონტროლებს თამაშს, მოძრაობს, იღებს გადაწყვეტილებებს, მიჰყავს გუნდი წინ და ხედავს გამოსავალს იქ, სადაც სხვები ვერა. რთული იქნება, რადგან როცა ის ერთ მატჩსაც კი ტოვებს, მაშინვე ჩანს, როგორ აკლდება გუნდს — წარმოიდგინეთ მთელი სეზონი მის გარეშე.
თუმცა, ყველა კარგი ისტორია ერთხელ სრულდება. ვიმედოვნებ, ის ისიამოვნებს ბოლო თვეებით გუნდში — სულ რაღაც ექვსი ტური დარჩა — და ღირსეულად დაემშვიდობება კლუბს. ის ნამდვილად იმსახურებს მთელ ამ ყურადღებას.“
ბერნარდუ სილვა მანჩესტერ სიტიში 2017 წლიდან თამაშობს. ამ პერიოდში მან კლუბთან ერთად 19 ტიტული მოიგო, მათ შორის ჩემპიონთა ლიგა და პრემიერლიგის 6 ოქროს მედალი.