ესპანური გამოცემა Sport-ის ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედი და ლივერპული ორელიენ ჩუამენით არიან დაინტერესებულნი.
ჩუამენის მონაკოში გამოჩენის შემდეგ, ლივერპული მისი ერთ-ერთი მთავარი მსურველი იყო, თუმცა ფრანგმა საბოლოოდ რეალში გადასვლა ამჯობინა.
ფრანგი რეალთან 2028 წლის ზაფხულამდეა დაკავშირებული, თუმცა ლივერპულს ის კვლავ თვალთახედვის არეში ჰყავს. ამჯერად მერსისაიდელებს კონკურენციას მათი ჩრდილო-დასავლელი მეტოქეები გაუწევენ.
ჩუამენი, რომელიც რეალში 80 მილიონ ევროდ გადავიდა, ესპანეთის დედაქალაქში წარმატებულ სეზონს ატარებს. მან შთამბეჭდავი თამაშით გამოიჩინა თავი როგორც ნახევარდაცვის ცენტრში, ისე დაცვის შუაგულშიც.
როგორც ირკვევა, პრემიერ ლიგის ეს ორი გრანდი ტექნიკურად დახვეწილ და ტაქტიკურად ჭკვიან საყრდენ ნახევარმცველს თავისი გუნდებისთვის იდეალურ შენაძენად მიიჩნევს. შესაბამისად, ისინი ჩუამენის ზაფხულში ინგლისში გადასვლაზე დათანხმებას ცდილობენ.
გავრცელებული ინფორმაციით, იუნაიტედი და ლივერპული სერიოზული წინადადებების მომზადებას განიხილავენ. ზედმეტია იმის თქმა, რომ რეალი უარს აცხადებს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოთამაშესთან განშორებაზე. ფრანგის კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა 1 მილიარდ ევროს შეადგენს, რაც ესპანურ გრანდს მოლაპარაკებებში სრულ უპირატესობას ანიჭებს.