„სტადიონი უნდა დაიკეტოს!“ - ფედეს ცოლი გაუქმებულ წითელზე
6 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბარსელონას მცველი ხერარდ მარტინი ატლეტიკო მადრიდის წინააღმდეგ, მეორე ტაიმის პირველივე წუთებზე წითელ ბარათს გადაურჩა.
46-ე წუთზე ესპანელ მცველს თავდაპირველად პირდაპირი წითელი ბარათი აჩვენეს ატლეტიკოს ფეხბურთელისთვის ფეხზე დაბიჯების გამო. შემდეგ საქმეში VAR ჩაერია და წითელი ბარათი გააუქმა, რადგან ჩაითვალა, რომ მარტინს მეტოქის კოჭზე განზრახ არ დაუბიჯებია.
ფედე ვალვერდეს მეუღლე, მინა, განრისხებული ჩანს იმის გამო, რომ ბარსას მცველმა წითელ ბარათს თავი დააღწია. მარტინის უხეშობა ძალიან ჰგავდა იმ ეპიზოდს, რის გამოც ურუგვაელი ნახევარმცველი მოედნიდან გააძევეს რეალის ბოლო მატჩში ატლეტიკოს წინააღმდეგ (3:2).
მარტინის წითელი ბარათის გაუქმების შემდეგ, მინამ გამოაქვეყნა უხეშობის ახლო კადრი და დააწერა: „სტადიონი უნდა დაიკეტოს, თუ ეს წითელი ბარათი არ არის“.