მადრიდის რეალმა საჩემპიონო რბოლაში საკმაოდ უკან დაიხია მას შემდეგ, რაც დღეს მალიორკასთან 2:1 დამარცხდა.
რეალი ქულებს კარგავს - ტიტულისთვის ბრძოლა რთულდება
მარცხის შემდეგ რეალის მთავარმა მწვრთნელმა, ალვარო არბელოამ, მედიასთან ისაუბრა:
მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტაიმში უკეთესად გამოვიყურებოდით, ერთი შეცდომა გოლად დაგვიჯდა. აქ ყურადღებას ერთი წამით თუ მოადუნებ, პოზიციას დაკარგავ და მეტოქეს ვერ დაეწევი, ამას გოლი მოჰყვება.
არბელოამ აღნიშნა, რომ ყველაზე მეტად მეორე ტაიმში ნაჩვენები თამაშით არის უკმაყოფილო:
ტიტულისთვის ბრძოლა ახლა უფრო რთულია, ვიდრე მატჩის დაწყებამდე იყო. 8 თამაში დაგვრჩა და ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენი მიზანი რვავეს მოგებაა. ამისთვის ბევრად მაღალ დონეზე თამაში გვჭირდება.
კითხვაზე, დაელოდებოდა თუ არა ატლეტიკოსგან დახმარებას ბარსელონას წინააღმდეგ, მან უპასუხა: „ეს ჩემი საქმე არ არის. მე მხოლოდ ჩემს გუნდზე და სამშაბათის მატჩზე ვფიქრობ“.
არბელოამ მარცხზე სრული პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. განაცხადა, რომ ეს დამარცხება მთლიანად მისი ბრალია, რადგან გადაწყვეტილებებს ის იღებს და რომ ეს წაგება მწვრთნელის კისერზეა. ალვარომ ხაზი გაუსვა რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ახლა მოთამაშეებს სამშაბათს გამარჯვების სჯეროდეთ. არბელოას თქმით, გასახდელიდან გამოსვლისთანავე მათ მხოლოდ ბაიერნზე უნდა იფიქრონ.