ლა ლიგის 30-ე ტურში ბარსელონამ სტუმრად ატლეტიკო მადრიდი დაამარცხა.
შეხვედრა სტადიონ მეტროპოლიტანოზე გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
დიეგო სიმეონემ ამ მატჩზე შედარებით გადახალისებული შემადგენლობა დააყენა და შეტევის ლიდერები — ხულიან ალვარესი და ადემოლა ლუკმანი დაასვენა.
მიუხედავად ამისა, 39-ე წუთზე ჯოვანი სიმეონეს გოლით ატლეტიკო დაწინაურდა, თუმცა ტაიმი მაინც ვერ მოიგო — მის გოლს რაშფორდმა 3 წუთშივე უპასუხა.
ტაიმი ნიკო გონსალესის გაძევებით დასრულდა, რომელმაც ლამინ იამალზე იუხეშა და თავის გუნდს მთელი მეორე ტაიმის კაცნაკლულად მოუწია თავის დაცვა.
გამარჯვების გოლი 87-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ, მხრით გაიტანა და თავის გუნდს უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუტანა.
ბარსელონამ 76 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარ რეალს უკვე 7 ქულით გაასწრო ცხრილში, ატლეტიკო კი 57 ქულით მე-4 პოზიციას იკავებს.
ეს გუნდები ერთმანეთს უკვე შუა კვირაში, კერძოდ ოთხშაბათს 8 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/4 ფინალში, კამპ ნოუზეც დაუპირისპირდებიან.
1-0 სიმეონე 39'
1-1 რაშფორდი 42'
1-2 ლევანდოვსკი 87'