• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
რეალი ქულებს კარგავს - ტიტულისთვის ბრძოლა რთულდება
ფეხბურთიფეხბურთი

რეალი ქულებს კარგავს - ტიტულისთვის ბრძოლა რთულდება

8 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მადრიდის რეალი შაბათს საღამოს, ლა ლიგის 30-ე ტურში, სტუმრად მალიორკასთან ანგარიშით 2:1 დამარცხდა.


მადრიდის რეალმა შეტევაში მომენტები ვერ გამოიყენა, დაცვაში კი შეცდომები დაუშვა, რის გამოც შაბათს მალიორკასთან სენსაციური მარცხი (2:1) იწვნია. ამ წაგებამ გუნდის საჩემპიონო ამბიციებს ლა ლიგაში უდიდესი დარტყმა მიაყენა. კილიან მბაპეს არაერთი შანსი ჰქონდა, თუმცა მასპინძელთა დაცვა მყარად იდგა. მადრიდელთა უკანა ხაზზე იმავეს თქმა რთულია, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა ამ მატჩში და შესაძლოა, გადამწყვეტი გამოდგეს მთლიანად საჩემპიონო რბოლაშიც.

მატჩის უდიდეს ნაწილში მადრიდელები აგრესიულად უტევდნენ, თუმცა ამას შედეგი არ მოჰყოლია. მბაპე მარცხენა ფლანგიდან მუდმივ საფრთხეს ქმნიდა. იმის ფონზე, რომ ვინისიუს ჟუნიორი სათადარიგო სკამზე დარჩა, კილიანი პირველი ტაიმის მთავარი ფიგურა იყო. მან მეტოქის მეკარეს რამდენიმე რთული ბურთის მოგერიება აიძულა.

მალიორკამ შანსი ხელიდან არ გაუშვა და პირველივე რეალური მომენტი გოლად აქცია. ედუარდო კამავინგამ მეტოქე საჯარიმოში უყურადღებოდ დატოვა, ფლანგზე გათამაშებულ კომბინაციას კი იდეალური ჩაწოდება მოჰყვა. მანუ მორლანესს საკმარისი დრო ჰქონდა ბურთის დასამუშავებლად და შესასრულებლად, რის შედეგადაც მასპინძლები შესვენების წინ დაწინაურდნენ.

მადრიდელებმა ზეწოლა გააძლიერეს და მატჩის მიწურულს ანგარიში გაათანაბრეს. ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა კუთხური ჩააწოდა, ედერ მილიტაომ კი თავური დარტყმით წონასწორობა აღადგინა. ამის შემდეგ ბლანკოსი მოსაგებად გაიქცა, თუმცა დაისაჯა - ვეტერანმა თავდამსხმელმა, ვედატ მურიკიმ, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გამარჯვების გოლი გაიტანა.

ამ თამაშის შემდეგ მადრიდის რეალი ლიდერ ბარსელონას 4 ქულით ჩამორჩება, კატალონიელებს კი დღეს მოგვიანებით ატლეტიკოსთან მატჩი ელით. მალიორკას კი 31 ქულა დაუგროვდა და მე-17 ადგილზე გადაინაცვლა.

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

ლა ლიგა
მალიორკა
მილიტაო
რეალი
ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

არბელოა: „ეს მარცხი მთლიანად ჩემი ბრალია, რადგან..."

•ფეხბურთი

ფეხბურთი

არბელოა: „ეს მარცხი მთლიანად ჩემი ბრალია, რადგან..."
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ინგლისური კლუბები ჩუამენით ინტერესდებიან

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ინგლისური კლუბები ჩუამენით ინტერესდებიან
•ფეხბურთი

ფეხბურთი

„სტადიონი უნდა დაიკეტოს!“ - ფედეს ცოლი გაუქმებულ წითელზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„სტადიონი უნდა დაიკეტოს!“ - ფედეს ცოლი გაუქმებულ წითელზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: გენერალური რეპეტიცია ჩემპიონთა ლიგის წინ — ბარსამ მეტროპოლიტანოზე მოიგო

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: გენერალური რეპეტიცია ჩემპიონთა ლიგის წინ — ბარსამ მეტროპოლიტანოზე მოიგო
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

3 სთ წინ

არბელოა: „ეს მარცხი მთლიანად ჩემი ბრალია, რადგან..."

News image

2 სთ წინ

ინგლისური კლუბები ჩუამენით ინტერესდებიან

News image

3 სთ წინ

„სტადიონი უნდა დაიკეტოს!“ - ფედეს ცოლი გაუქმებულ წითელზე

News image

3 სთ წინ

VIDEO: გენერალური რეპეტიცია ჩემპიონთა ლიგის წინ — ბარსამ მეტროპოლიტანოზე მოიგო

კომენტარები

ლინკის დაკოპირება