• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
პრემიერ ლიგამ ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სეზონისთვის მე-5 გუნდი გაინაღდა
ფეხბურთიფეხბურთი

პრემიერ ლიგამ ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სეზონისთვის მე-5 გუნდი გაინაღდა

6 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

პრემიერ ლიგის ამ სეზონში მეხუთე ადგილზე გასული გუნდი ავტომატურად მოიპოვებს ჩემპიონთა ლიგის საგზურს, უეფას კოეფიციენტის წყალობით.


ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ დადასტურდა, რაც არსენალმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველი მატჩში სპორტინგს მოუგო.


VIDEO: ჰავერცის გოლი - არსენალმა ლისაბონში ბოლო წუთებზე მოიგო


2025-26 სეზონის ბოლოს ყველაზე მაღალი კოეფიციენტის მქონე ორი ქვეყანა მინიმუმ ხუთ კლუბს გაიყვანს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე. პრემიერ ლიგა უკვე გარანტირებულად დაიკავებს ერთ ასეთ ადგილს. ამ სიაში მეორე ადგილზეა ესპანეთის ლა ლიგა, მას მოსდევს გერმანიის ბუნდესლიგა და პორტუგალიის პრიმეირა ლიგა.


ამ სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე კვლავ ასპარეზობენ არსენალი და ლივერპული, ხოლო ევროპა ლიგაზე - ასტონ ვილა და ნოტინგემ ფორესტი, კონფერენს ლიგაში კი - კრისტალ პალასი. ინგლისის ცხრავე წარმომადგენელმა ამ სეზონში ევროპულ ტურნირებზე მერვედფინალში გასვლა შეძლო.


პრემიერ ლიგას შესაძლოა მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე შვიდი გუნდი ჰყავდეს, თუ ასტონ ვილა, რომელიც ამჟამად მეოთხეა, ან ნოტინგემ ფორესტი ევროპა ლიგას მოიგებს, რაც ავტომატურად იძლევა ჩემპიონთა ლიგის საგზურს.


ამასთან, თუ ლივერპული ვერ დაასრულებს სეზონს ტოპ ხუთეულში, მაგრამ ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, ის მაინც მოხვდება მომავალ სეზონში ტურნირზე.


თუ ვილა ან ლივერპული მოიგებენ ევროპულ ტურნირს და ამავე დროს ჩემპიონთა ლიგაზე ადგილს დაიკავებენ მეხუთე ადგილზე გასვლით, მაშინ ლიგის საგზური ერთი პოზიციით ქვემოთ გადაიწევს.


ამ სეზონში პრემიერ ლიგას ჩემპიონთა ლიგაზე ექვსი გუნდი ჰყავდა, მას შემდეგ რაც ტოტენჰემმა წინა სეზონში ევროპა ლიგა მოიგო, მიუხედავად იმისა, რომ შიდა ჩემპიონატში მე-17 ადგილზე გავიდა.


ამჟამად პრემიერ ლიგაში მეხუთე ადგილზეა ლივერპული (49 ქულა), მის უკან არიან ჩელსი (48), ბრენტფორდი (46), ევერტონი (46), ფულემი (44), ბრაიტონი (43), სანდერლენდი (43), ნიუკასლი (42) და ბორნმუთი (42).


ჩემპიონატის ლიდერმა არსენალმა (70 ქულა) უკვე გაინაღდა ტოპ ხუთეულში ადგილი, ხოლო მანჩესტერ სიტი (61), მანჩესტერ იუნაიტედი (55) და ასტონ ვილა (54) ასევე კარგ პოზიციაში არიან ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრისთვის.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

არსენალი
ჩემპიონთა ლიგა
პრემიერ ლიგა

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

24-დღიანი პაუზა დასრულდა - იუნაიტედი მწვერვალისკენ მიისწრაფვის

•ფეხბურთი

ფეხბურთი

24-დღიანი პაუზა დასრულდა - იუნაიტედი მწვერვალისკენ მიისწრაფვის
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ლივერპულიდან ბაიერნში გადასვლა სწორი არჩევანი იყო" - დიასი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ლივერპულიდან ბაიერნში გადასვლა სწორი არჩევანი იყო" - დიასი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ნოიერი: "რეალის წინააღმდეგ 2:1 საკმარისი არ არის“

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ნოიერი: "რეალის წინააღმდეგ 2:1 საკმარისი არ არის“
•ფეხბურთი

ფეხბურთი

არბელოა კარერასს იცავს: „ის ჩვენი მომავალია“

•ფეხბურთი

ფეხბურთი

არბელოა კარერასს იცავს: „ის ჩვენი მომავალია“
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

2 სთ წინ

24-დღიანი პაუზა დასრულდა - იუნაიტედი მწვერვალისკენ მიისწრაფვის

News image

2 სთ წინ

"ლივერპულიდან ბაიერნში გადასვლა სწორი არჩევანი იყო" - დიასი

News image

1 სთ წინ

ნოიერი: "რეალის წინააღმდეგ 2:1 საკმარისი არ არის“

News image

1 სთ წინ

არბელოა კარერასს იცავს: „ის ჩვენი მომავალია“

კომენტარები

ლინკის დაკოპირება