• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
არბელოა კარერასს იცავს: „ის ჩვენი მომავალია“
ფეხბურთიფეხბურთი

არბელოა კარერასს იცავს: „ის ჩვენი მომავალია“

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

სამშაბათს საღამოს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ მატჩში განცდილი მარცხის შემდეგ, რეალ მადრიდის ერთ-ერთი მოთამაშე სოციალურ ქსელებში მწვავე კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა.


პირველ ტაიმში ანგარიში ლუის დიასმა გახსნა, ხოლო შესვენებიდან ორი წუთის შემდეგ ჰარი კეინმა სტუმრების უპირატესობა გააორმაგა. კილიან მბაპემ მატჩის დასრულებამდე 16 წუთით ადრე სხვაობა შეამცირა, თუმცა ბაიერნმა გამარჯვება შეინარჩუნა.

ალვარო კარერასს უმძიმესი საღამო ჰქონდა. განაპირა მცველი, რომელიც გუნდმა გასულ ზაფხულს ხაბი ალონსოს მითითებით შეიძინა, მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო ვინგერის, მაიკლ ოლისეს პირისპირ აღმოჩნდა.

არბელოამ მას ნდობა გამოუცხადა და ფრან გარსიას ნაცვლად სასტარტოში დააყენა, თუმცა კარერასს ფრანგთან გამკლავება ძალიან გაუჭირდა. მისი თამაში იმდენად სუსტი იყო, რომ Football Espana-მ მას 10-ბალიანი სისტემიდან მხოლოდ 3 დაუწერა.


გამოცემის შეფასებაში ვკითხულობთ: "პირველ ტაიმში მაიკლ ოლისესთან მნიშვნელოვანი პრობლემები ჰქონდა, რომელიც მას სურვილისამებრ უვლიდა გვერდს. რამდენჯერმე ბურთი ძალიან იოლად დაკარგა, ხოლო როდესაც შეტევაში მიდიოდა, დაცვაში პოზიციას ტოვებდა."


23 წლის კარერასი რეალ მადრიდი გულშემატკივრებმა სოციალურ ქსელებშიც გაანადგურეს:

„ის ისტორიაში ყველაზე ცუდი მარცხენა მცველია, რომელიც კი რეალს ოდესმე ჰყოლია.“

„ერთ-ერთი ყველაზე სუსტი თამაში, რაც კი მინახავს. ფრან გარსიასაც კი არ უთამაშია ასე ცუდად.“

„მისი თამაშის ყურება თვალებს მტკენდა.“

„დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ის სრულიად უსარგებლო იყო.“


მატჩის შემდეგ არბელოამ პრესასთან საუბრისას თავისი ფეხბურთელი დაიცვა:


ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშის წინააღმდეგ თამაშობდა. ეს არ არის მარტივი. ჩემი ნდობა ალვაროს მიმართ შეურყეველია. ის ამ მატჩიდან გაკვეთილს ისწავლის. ჩვენ, ვინც განაპირა მცველები ვიყავით, ზუსტად ვიცით, რამდენად რთულია ეს პოზიცია. ალვარო რეალ მადრიდი მოთამაშეა როგორც აწმყოში, ისე მომავალში.


კარერასი ბენფიკადან გასულ ზაფხულს 50 მილიონ ევროდ შეიძინეს. მიმდინარე სეზონში მან 37 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

არბელოა
ბაიერნი
ჩემპიონთა ლიგა
რეალი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ანრი: ,,ოლისე თამაშს სხვანაირად აღიქვამს"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ანრი: ,,ოლისე თამაშს სხვანაირად აღიქვამს"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჰარი კეინი ოქროს ბურთის გზაზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჰარი კეინი ოქროს ბურთის გზაზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ფლიკმა ბარსელონას განაცხადში ორი ცვლილება შეიტანა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ფლიკმა ბარსელონას განაცხადში ორი ცვლილება შეიტანა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კომპანი: ,,ვინის ჩემი სრული მხარდაჭერა აქვს"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კომპანი: ,,ვინის ჩემი სრული მხარდაჭერა აქვს"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

2 სთ წინ

ანრი: ,,ოლისე თამაშს სხვანაირად აღიქვამს"

News image

2 სთ წინ

ჰარი კეინი ოქროს ბურთის გზაზე

News image

10 წთ წინ

ფლიკმა ბარსელონას განაცხადში ორი ცვლილება შეიტანა

News image

9 წთ წინ

კომპანი: ,,ვინის ჩემი სრული მხარდაჭერა აქვს"

კომენტარები

ლინკის დაკოპირება