თანამედროვე ფეხბურთი დატვირთულია ინდივიდუალური ჯილდოებით. მიუხედავად იმისა, რომ ზოგის აზრით “ბალონ დორმა” სანდოობა დაკარგა, “ფრანც ფუტბოლის” საკულტო ბურთი ყოველთვის უდიდეს ინტერესს იწვევს, როგორც გულშემატკივრებში, ისე ფეხბურთელებში.
როგორც ყოველი გაზაფხულის მოსვლილსას, წელსაც აქტიურად დაიწყო საოქროსბურთე მითქმა მოთქმა. შეგვიძლია ვთქვათ რომ ამ მომენტისთვის, ჰარი კეინის სახით გამოკვეთილი ფავორიტი გვყავს. 32 წლის ინგლისელი ფორვარდი, გერმანიაში გადაბარგების შემდეგ, კარიერის საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს. ბაიერნში 100 გოლის გასატანად კეინს 104 მატჩი დასჭირდა, ამ პეიორდში მან 30 საგოლე გადაცემასაც მოუყარა თავი.
2025/26 ჰარის მესამე სეზონია რეკორდმაისტერში. ინგლისელმა აპირილის დასაწყისშივე მოახერხა წინა სეზონების ციფრებზე გასვლა. 29-ე ტურის წინ, კეინს 49 გოლი და 5 საგოლე გადაცემა უგროვდება ყველა ტურნირზე, აქედან 11 ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე-ჩემპიონთა ლიგაზე. გამორჩეული იყო თითქმის ყველა მნიშვნელოვან თამაშში, ჰეთ-თრიქები აინტრახტთან, შტუტგარტთან, ჰოფენჰაიმთან და ლაიფციგთან, დუბლი კლასიკერში დორტმუნდთან და კიდევ უამრავი ნიშური “ჰაილაითი”
ლიგის ფაზა ჰარიმ 8 გოლით დაასრულა, გამოსარჩევი იყო დუბლი მისთვის “საძულველ” ჩელსისთან. მერვედფინალურ მატჩში, ბერგამოში კეინმა დაისვენა. ალიანს არენაზე კი ამ სეზონის ერთ-ერთი მშვენება გოლი შექმნა.
სანაკრებო შესვენებისას მიღებული მცირე ტრავმის გამო, კეინის თამაში “ბერნაბეუზე” კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. საბოლოოდ ინგლისელმა გამოჯამრთელებაც მოასწრო და მადრიდელების დამწუხრებაც.
კეინი და კომპანია საპასუხო მატჩს კომფორტული უპირატესობით ხვდებიან. მიუნხენში გამართული მატჩის შემდეგ გვეცოდინება, განაგრძობს თუ არა ოცნებას ინგლისელი ნანატრ, დიდ-ყურებიან თასზე, რომელსაც შეიძლება ოქროს ბურთიც მოყვეს ბონუსად. მაგრამ ნუ დაგვავიწყდება რომ 2026 მუნდიალის წელია და მსოფლიო თასი ბევრ რამეს გადაწყვეტს. იქნებ ჰარი საერთოდ ფეხბურთს აბრუნებს სახლში…