ტიერი ანრიმ რეალთან მატჩის შემდეგ CBS Sports Golazo-ს ეთერში მაიკლ ოლისეს შესახებ ისაუბრა.
"მაიკლი სხვა ფეხბურთელებს არ ჰგავს. შეიძლება მორცხვი იყოს, როცა მიკროფონს აძლევ, მაგრამ მას აქვს განსაკუთრებული აზროვნება, ცხოვრების საკუთარი ხედვა და თამაშის ხედვაც ამას შეესაბამება.
როდესაც ბურთს იღებს, ის ისეთ რაღაცებს ხედავს, რასაც ძალიან ცოტა ამჩნევს. თამაშს სხვანაირად აღიქვამს; უფრო ტვინით ხედავს, ვიდრე თვალებით. ცდილობს წარმოიდგინოს, რა შეიძლება მოხდეს უკვე იმ მომენტიდან, როცა ბურთი მეკარისგან გამოვა. საჭიროა, წინასწარ განჭვრიტო, რა მოხდება შემდეგ.
ყველამ ვიცით, რომ შეუძლია დრიბლინგი. მას აქვს თამაშისა და ცხოვრების საკუთარი ხედვა. ამიტომაა, რომ ზოგჯერ მოედანს გარეთ ადამიანები ვერ უგებენ მას. მაგრამ ის სასიამოვნო ადამიანი და ძალიან კარგი კაცია. მოედანზე ბევრს არ ლაპარაკობს, მაგრამ როცა ბურთი აქვს, თავის თამაშით ძალიან კარგად „ლაპარაკობს“." - განაცხადა ფრანგმა ლეგენდამ.
VIDEO: ბაიერნმა ბერნაბეუზე მოიგო და მიუნხენში უპირატესობით ბრუნდება