• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
24-დღიანი პაუზა დასრულდა - იუნაიტედი მწვერვალისკენ მიისწრაფვის
ფეხბურთიფეხბურთი

24-დღიანი პაუზა დასრულდა - იუნაიტედი მწვერვალისკენ მიისწრაფვის

08 აპრ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა, სტივ ჰოლანდმა განაცხადა, რომ კლუბის ამბიციები გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება.

მას შემდეგ, რაც იანვრის შუა რიცხვებში გუნდი მაიკლ კერიკმა ჩაიბარა, ოლდ ტრაფორდის ბინადრებმა პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე გადაინაცვლეს. სეზონის დასრულებამდე 7 ტურით ადრე, გუნდი კარგ პოზიციაშია, რათა ერთწლიანი პაუზის შემდეგ ევროპის ელიტურ ტურნირს დაუბრუნდეს.


სტივ ჰოლანდი აცხადებს:


ვფიქრობ, ამ კლუბში ჩვენი მიზანი უნდა იყოს ასეთი: რაც შეიძლება მწვერვალთან ახლოს დავასრულოთ სეზონი. არ ვიცი რამდენად შესაძლებელია ეს, მაგრამ გამოწვევა ყოველთვის უნდა იყოს, რომ მივუახლოვდეთ პირველ ადგილს მაქსიმალურად.

ფეხბურთელებს უფრო მეტად საკუთარი მატჩების მოგებაზე ვესაუბრებით, ვიდრე იმაზე, თუ რა ხდება ჩვენს ქვემოთ ცხრილში. ცხადია, არსებული კონტექსტიდან გამომდინარე, ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა კარგი შედეგი იქნება, მაგრამ ვფიქრობ, ყოველთვის იმაზე მეტისკენ უნდა ვიყურებოდეთ, რაც გვაქვს.


იუნაიტედი შანსები ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც არსენალმა სპორტინგი 1:0 დაამარცხა. ამ შედეგით პრემიერ ლიგამ უეფას რეიტინგში დამატებითი ადგილი (European Performance Spot) გაინაღდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალ სეზონში ინგლისს ტურნირზე მინიმუმ ხუთი კლუბი ეყოლება. ამ მომენტისთვის იუნაიტედი მეექვსე ადგილზე მყოფ ჩელსის შვიდი ქულით უსწრებს.

გუნდმა ახლახან დაასრულა საწვრთნელი შეკრება დუბლინის მახლობლად. მათ 24-დღიანი უჩვეულო პაუზა ჰქონდათ ბორნმუთთან მატჩის (20 მარტი) შემდეგ სანამ ორშაბათს ლიდს იუნაიტედს დაუპირისპირდებიან. ეს ხანგრძლივი შესვენება სანაკრებო პაუზისა და თასებიდან ადრეული გამოვარდნის შედეგია.

ჰოლანდმა აღნიშნა:


ვფიქრობ, ბორნმუთისა და ლიდსის მატჩებს შორის ჩავარდნა პრემიერ ლიგის რეკორდია დროის თვალსაზრისით. მივიჩნიეთ, რომ მნიშვნელოვანი იყო მთელი ჯგუფის შეკრება, რათა სეზონის ღირსეულად დასრულებაზე ვფოკუსირებულიყავით
ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

ბორნმუთი
ლიდსი
მანჩესტერი
პრემიერ ლიგა

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

პრემიერ ლიგის 11 რჩეული: ვინ არიან პლანეტის საუკეთესოები 2026 წელს?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

პრემიერ ლიგის 11 რჩეული: ვინ არიან პლანეტის საუკეთესოები 2026 წელს?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რატომ არის ოდეგორი არსენალის მთავარი იარაღი?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რატომ არის ოდეგორი არსენალის მთავარი იარაღი?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჩემპიონობიდან ქვესკნელამდე - ლესტერი მე-3 ლიგაში გავარდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჩემპიონობიდან ქვესკნელამდე - ლესტერი მე-3 ლიგაში გავარდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჩელსიმ პრემიერ ლიგაში ზედიზედ მე-5 მატჩი წააგო და ევროზონიდან ამოვარდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჩელსიმ პრემიერ ლიგაში ზედიზედ მე-5 მატჩი წააგო და ევროზონიდან ამოვარდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

8 სთ წინ

პრემიერ ლიგის 11 რჩეული: ვინ არიან პლანეტის საუკეთესოები 2026 წელს?

News image

7 სთ წინ

რატომ არის ოდეგორი არსენალის მთავარი იარაღი?

News image

2 სთ წინ

ჩემპიონობიდან ქვესკნელამდე - ლესტერი მე-3 ლიგაში გავარდა

News image

1 სთ წინ

ჩელსიმ პრემიერ ლიგაში ზედიზედ მე-5 მატჩი წააგო და ევროზონიდან ამოვარდა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება