პრემიერ ლიგის ამ სეზონში მეხუთე ადგილზე გასული გუნდი ავტომატურად მოიპოვებს ჩემპიონთა ლიგის საგზურს, უეფას კოეფიციენტის წყალობით.
ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ დადასტურდა, რაც არსენალმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველი მატჩში სპორტინგს მოუგო.
VIDEO: ჰავერცის გოლი - არსენალმა ლისაბონში ბოლო წუთებზე მოიგო
2025-26 სეზონის ბოლოს ყველაზე მაღალი კოეფიციენტის მქონე ორი ქვეყანა მინიმუმ ხუთ კლუბს გაიყვანს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე. პრემიერ ლიგა უკვე გარანტირებულად დაიკავებს ერთ ასეთ ადგილს. ამ სიაში მეორე ადგილზეა ესპანეთის ლა ლიგა, მას მოსდევს გერმანიის ბუნდესლიგა და პორტუგალიის პრიმეირა ლიგა.
ამ სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე კვლავ ასპარეზობენ არსენალი და ლივერპული, ხოლო ევროპა ლიგაზე - ასტონ ვილა და ნოტინგემ ფორესტი, კონფერენს ლიგაში კი - კრისტალ პალასი. ინგლისის ცხრავე წარმომადგენელმა ამ სეზონში ევროპულ ტურნირებზე მერვედფინალში გასვლა შეძლო.
პრემიერ ლიგას შესაძლოა მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე შვიდი გუნდი ჰყავდეს, თუ ასტონ ვილა, რომელიც ამჟამად მეოთხეა, ან ნოტინგემ ფორესტი ევროპა ლიგას მოიგებს, რაც ავტომატურად იძლევა ჩემპიონთა ლიგის საგზურს.
ამასთან, თუ ლივერპული ვერ დაასრულებს სეზონს ტოპ ხუთეულში, მაგრამ ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, ის მაინც მოხვდება მომავალ სეზონში ტურნირზე.
თუ ვილა ან ლივერპული მოიგებენ ევროპულ ტურნირს და ამავე დროს ჩემპიონთა ლიგაზე ადგილს დაიკავებენ მეხუთე ადგილზე გასვლით, მაშინ ლიგის საგზური ერთი პოზიციით ქვემოთ გადაიწევს.
ამ სეზონში პრემიერ ლიგას ჩემპიონთა ლიგაზე ექვსი გუნდი ჰყავდა, მას შემდეგ რაც ტოტენჰემმა წინა სეზონში ევროპა ლიგა მოიგო, მიუხედავად იმისა, რომ შიდა ჩემპიონატში მე-17 ადგილზე გავიდა.
ამჟამად პრემიერ ლიგაში მეხუთე ადგილზეა ლივერპული (49 ქულა), მის უკან არიან ჩელსი (48), ბრენტფორდი (46), ევერტონი (46), ფულემი (44), ბრაიტონი (43), სანდერლენდი (43), ნიუკასლი (42) და ბორნმუთი (42).
ჩემპიონატის ლიდერმა არსენალმა (70 ქულა) უკვე გაინაღდა ტოპ ხუთეულში ადგილი, ხოლო მანჩესტერ სიტი (61), მანჩესტერ იუნაიტედი (55) და ასტონ ვილა (54) ასევე კარგ პოზიციაში არიან ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრისთვის.