ლენარტ კარლს მარჯვენა ბარძაყის უკანა კუნთის დაზიანება დაუდგინდა.
ეს დიაგნოზი ბაიერნის სამედიცინო დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოკვლევის შედეგად დადასტურდა. 18 წლის გერმანელი გარკვეული დროით თამაშს ვერ შეძლებს.
გავრცელებული ცნობით, ლენარტ კარლი დაახლოებით 3 კვირით ვერ დაეხმარება გუნდს.
ის ვერ ითამაშებს რეალის წინააღმდეგ, ასევე ლევერკუზენის წინააღმდეგ გერმანიის თასზე და შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველი მატჩიც გამოტოვოს.