ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-სთან განცდილი მარცხის (0:2) შემდეგ, არნე სლოტის მისამართით კრიტიკა პიკს აღწევს.
ეს იყო მერსისაიდელების მე-17 მარცხი მიმდინარე სეზონში, ყველაზე ცუდი მაჩვენებელი პრემიერ ლიგის მოქმედი ჩემპიონისთვის ტურნირის ისტორიაში.
მიუხედავად იმისა, რომ ლივერპული ლიდერ არსენალს 21 ქულით ჩამორჩება, სლოტი ამბობს, რომ ხელმძღვანელობისა და გულშემატკივრების მხარდაჭერას კვლავ გრძნობს.
ბევრს ვუმეორებ საკუთარ თავს, მაგრამ ნამდვილად ვგრძნობ მხარდაჭერას. არა მხოლოდ მფლობელებისგან, არამედ რიჩარდ ჰიუზისა და მაიკლ ედვარდსისგანაც. რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ფანების გვერდში დგომასაც ვხედავ.
მწვრთნელმა გაიხსენა პარიზში მომხდარი ფაქტი:
პსჟ-სთან მატჩის წინ, როცა მოთამაშეები გასახურებლად გავიდნენ, მანჩესტერ სიტისთან 0:4 წაგების შემდეგაც კი, ფანებმა მაშინვე დაიწყეს სიმღერა 'We love Liverpool'. მიუხედავად იმისა, რომ 90 წუთის განმავლობაში მეტოქემ გვაჯობა, ისინი მაინც გვამხნევებდნენ.
პროტესტი ენფილდზე
სლოტს ასევე მოუწია კომენტარის გაკეთება ფანების პროტესტზე, რომელიც ბილეთების ფასების ზრდას უკავშირდება. გულშემატკივრებმა გადაწყვიტეს, სეზონის ბოლომდე კოპზე დროშები და ბანერები აღარ გამოფინონ.
ენფილდმა ისტორიულად აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ატმოსფერო ჩვენთვის. იმედი მაქვს, პროტესტის მიუხედავად, ისინი ისევე დაგვეხმარებიან, როგორც ყოველთვის.