ლივერპულის ლეგენდარულმა კაპიტანმა, სტივენ ჯერარდმა, ისაუბრა იმის შესახებ, ისურვებდა თუ არა ბაიერნის ვინგერის, მაიკლ ოლისეს, მერსისაიდულ კლუბში ხილვას.
ჯერარდმა ფეხბურთელის მიმართ სიმპათია არ დამალა, თუმცა მისი ტრანსფერის ალბათობა ეჭვქვეშ დააყენა:
„ეჭვგარეშეა, რომ ვისურვებდი. მაგრამ რატომ უნდა წამოვიდეს ბაიერნიდან? ეს უდიდესი კლუბია, ისინი იბრძვიან მთავარი ტიტულებისთვის და, შესაძლოა, ეს ბოლო დროის ყველაზე ძლიერი ბაიერნია, რაც კი გვინახავს.
ზაფხულში ის შეეცდება მსოფლიო ჩემპიონატი დაიპყროს. ის ნამდვილად ბედნიერი ჩანს, კარგად შეეწყო თავის გუნდს... არ მგონია, რომ სადმე წავიდეს.
მაგრამ კი, მოხარული ვიქნებოდი მისი ლივერპულში ხილვით. და იცით რა? მე ასევე არ ვიქნებოდი ლუის დიასის დაბრუნების წინააღმდეგიც.“ — აღნიშნა მერსისაიდელთა ლეგენდამ.
სეზონის ბოლოს სალაჰი ლივერპულს ოფიციალურად ტოვებს.