არსენალი ზაფხულში აკადემიის ორი აღზრდილის გაყიდვას გეგმავს.
BBC-ის ინფორმაციით, „მეთოფეები“ მზად არიან განიხილონ წინადადებები მაილზ ლუის-სკელისა და ითან ნვანერის ტრანსფერებზე (ეს უკანასკნელი ამჟამად იჯარით მარსელში თამაშობს). აღსანიშნავია, რომ ორივე ფეხბურთელმა კლუბთან გრძელვადიანი კონტრაქტი 2025 წელს გააფორმა.
ნვანერით დორტმუნდის ბორუსია და პრემიერ ლიგის რამდენიმე გუნდია დაინტერესებული, ხოლო ლუის-სკელიმ ინგლისის ჩემპიონატის ცხრილის ზედა ნაწილის გუნდების ყურადღება მიიპყრო.
არსენალი ორივე ფეხბურთელის სანაცვლოდ, ჯამში, მინიმუმ 100 მილიონ ფუნტს ითხოვს. ფინანსური ფეირ-პლეის წესების გათვალისწინებით, აკადემიის აღზრდილების გაყიდვიდან მიღებული თანხა კლუბის ბიუჯეტში სუფთა მოგებად ჩაითვლება.
გარდა ამისა, ლონდონელები მზად არიან განიხილონ გაბრიელ ჟეზუსის, ბენ უაითისა და გაბრიელ მარტინელის ტრანსფერებიც.