Opta-ს სუპერკომპიუტერის აზრით, არსენალი ჩემპიონთა ლიგის მთავარ ფავორიტად რჩება.
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალების პირველი მატჩების დასრულების შემდეგ, ანალიტიკურმა პლატფორმა Opta-მ სეზონის დარჩენილი ნაწილის 10,000 სიმულაცია ჩაატარა. მონაცემების მიხედვით, ტურნირის მოგების ყველაზე მაღალი შანსი ლონდონის არსენალს აქვს.
სუპერკომპიუტერის პროგნოზით, მიკელ არტეტას გუნდი შემთხვევების 36,3%-ში ხდება ჩემპიონი. რეიტინგში მეორე ადგილზე მიუნხენის ბაიერნია, რომელმაც რეალთან სტუმრად გამარჯვების შემდეგ შანსები საგრძნობლად გაიზარდა.
ჩემპიონთა ლიგის ფავორიტების რეიტინგი Opta-ს ვერსიით:
არსენალი — 36,3%
ბაიერნი — 28,9%
პსჟ — 16%
ატლეტიკო — 9,3%
ბარსელონა — 3,6%
რეალი — 2,6%
ლივერპული — 2,1%
სპორტინგი — 1,2%.
აღსანიშნავია, რომ მადრიდის რეალისა და ლივერპულის დაბალი პროცენტული მაჩვენებელი პირველ შეხვედრებში განცდილ მარცხებს უკავშირდება.