ჰარი კეინი ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში რეალის წინააღმდეგ (2:1) 90 წუთი ითამაშა.
შაბათს ბაიერნს ბუნდესლიგის თამაში ელოდება, მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე კი ვინსენტ კომპანიმ 32 წლის თავდამსხმელის შესახებ ახალი ინფორმაცია გაავრცელა.
რეალთან მატჩის შემდეგ ჰარი კარგად იყო, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ მან ცოტათი ტკივილის ზღვარს მიღმა ითამაშა. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მომდევნო დღეს ტრავმის რეაქცია არ ჰქონია.
იმის გათვალისწინებით, რომ ოთხშაბათს ბაიერნს რეალთან უმნიშვნელოვანესი განმეორებითი შეხვედრა ელის, შესაძლოა კომპანიმ კეინი დაასვენოს. ამ შემთხვევაში მის ადგილს ნიკოლას ჯექსონი დაიკავებს, რომელმაც ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია უკვე მოიხადა და სათამაშოდ მზადაა.