ბაიერნის შემტევი ხაზი მიმდინარე სეზონში ფანტასტიკურ ფორმაშია.
ჰარი კეინმა, მაიკლ ოლისემ და ლუის დიასმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში რეალის წინააღმდეგ (2:1) კიდევ ერთხელ დაამტკიცეს თავიანთი ძალა. ამ დროისთვის სამეულს ყველა ტურნირზე ერთად 88 გოლი აქვთ გატანილი.
თუ ისინი 100-გოლიან ნიშნულს გადალახავენ, გახდებიან 21-ე საუკუნის მერვე შემტევი ტრიო, რომელმაც ეს მოახერხა. აღსანიშნავია, რომ აქამდე მსგავსი შედეგი მხოლოდ ბარსელონას და რეალის სამეულებს ჰქონდათ, რომელთა წარმატებაც ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს ფაქტორზე იყო დამოკიდებული.
ყველაზე პროდუქტიული სამეულები 21-ე საუკუნეში:
მესი, სუარესი, ნეიმარი (ბარსელონა, 2015/16) - 131 გოლი: რეკორდული მაჩვენებელი, სადაც ლუის სუარესმა 59 გოლით გაუსწრო მესის (41) და ნეიმარს (31).
მესი, სუარესი, ნეიმარი (ბარსელონა, 2014/15) - 122 გოლი: ტრიპლეტის სეზონი.
რონალდუ, ბენზემა, იგუაინი (რეალი, 2011/12) - 118 გოლი: მადრიდული გრანდის ყველაზე შედეგიანი წელი.
მესი, სუარესი, ნეიმარი (ბარსელონა, 2016/17) - 111 გოლი.
მესი, ფაბრეგასი, სანჩესი (ბარსელონა, 2011/12) - 103 გოლი.
მესი, ეტოო, ანრი (ბარსელონა, 2008/09) - 100 გოლი.
რონალდუ, ბენზემა, ბეილი (რეალი, 2014/15) - 100 გოლი.
ლეო მესი საოცარი რეკორდის მფლობელია, ის ხუთ სხვადასხვა 100-გოლიან სამეულში ფიგურირებს. ბაიერნის ამჟამინდელ ტრიოს კი შანსი აქვს, დაამსხვრიოს ესპანური გრანდების ჰეგემონია და ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაწეროს.