2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი უკვე ახლოსაა, თუმცა 2022 წლის ყატარის ტურნირი ნეიმარისთვის დღემდე მტკივნეულ მოგონებად რჩება.
სანტოსის ვარსკვლავმა, რომელიც ახლა კარლო ანჩელოტის დარწმუნებას ცდილობს, რომ მეოთხე მუნდიალზე გასამგზავრებლად მზადაა, ხორვატიასთან პენალტების სერიაში გამოთიშვა გაიხსენა.
საკუთარ YouTube არხზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ნეიმარმა თანაგუნდელებს ის ემოციები გაუზიარა, რაც ბრაზილიის ნაკრების ბანაკში მეოთხედფინალიდან გამოვარდნის შემდეგ სუფევდა.
ხორვატიასთან მატჩის შემდეგ მეგონა, რომ მოვკვდი. სასტუმროში რომ დავბრუნდით, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს სამყარო განადგურდა. ოჯახის წევრებს რომ ვხვდებოდით, ყველანი The Walking Dead-ის პერსონაჟებს ვგავდით. ჩემი დაკრძალვა ვიხილე, დავიფიცებ, ზუსტად ვიცი, როგორი იქნება ის.
ბრაზილიელი ვარსკვლავი აღწერს მძიმე დუმილს, რომელიც სასტუმროში გამეფდა:
ოთახში ვიჯექი, ხალხი მოდიოდა, ყველას თვალები დასიებული ჰქონდა. არავინ არაფერს ამბობდა. ხუთი წუთი უბრალოდ მიყურებდნენ. ვიფიქრე: „ჯანდაბა, მგონი კუბოში ვწევარ“. ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს ყველა ჩემს ცხედართან ჩერდებოდა და ამბობდა: „ეჰ, მართლა იცხოვრა კაცმა“. საშინელი, ყველაზე საზიზღარი გრძნობა იყო, რაც კი ოდესმე განმიცდია“.
კარლო ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრების საბოლოო შემადგენლობას 18 მაისს გამოაცხადებს. ბრაზილია მეექვსე ტიტულისთვის ბრძოლას 13 ივნისს, მაროკოსთან მატჩით დაიწყებს.