• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ნეიმარი მუნდიალზე - დაუწერელი ისტორია
ფეხბურთიფეხბურთი

ნეიმარი მუნდიალზე - დაუწერელი ისტორია

4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

გზა პირველ მუნდიალამდე


2013 წლის ზაფხული. ბრაზილიაში გასამართ ცეცხლოვან მუნდიალამდე ზუსტად ერთი წელი რჩება. ბრაზილიაში აწ უკვე აღარ არსებული ტურნირი, მსოფლიო თასის გენერალურ რეპეტიციად წოდებული, კონფედერაციათა თასი იმართება. ევროპის ჩემპიონატის ზედიზედ ორჯერ მომგები და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი, იტალია, ურუგვაი... და რა თქმა უნდა, მუნდიალის მასპინძელი, ფავორიტად შერაცხული სელესაო.


ათი წლის შემდეგ ნაკრებში დაბრუნებულმა ლუიშ ფელიპე სკოლარიმ, გუნდი ახალი, შედარებით გამოუცდელი „ვარსკვლავებით“ დააკომპლექტა. ტიაგო სილვა, მარსელო, ოსკარი, ჰალკი და გუნდის 21 წლის ლიდერი ნეიმარ და სილვა სანტოს ჟუნიორი.


ნეიმარის მაგია მსოფლიომ პირველივე თამაშის მე-3 წუთზე იხილა, როცა იაპონიის ნაკრების წინააღმდეგ ბრაზილიელების შესანიშნავი გათამაშება ბრწყინვალე გოლით დააგვირგვინა. მეორე ტური და კიდევ ერთი ბრწყინვალე გოლი ჰაერიდან, შემდეგ გაბითურებული მექსიკელი მცველები, ამჯერად ნეიმ ჟოს გაატანინა. მესამე ტურში ბრაზილიელმა არც ჯიჯი ბუფონი დაინდო, ლეგანდარულ იტალიელს მან ჯარიმიდან გაუტანა.


ნახევარფინალში სელესაოს კავანი-სუარესის ურუგვაის ნაკრები დაუხვდა, ბრაზილიელებმა მძიმე ბრძოლაში 2-1 სძლიეს მეზობლებს, პირველი გოლი ნეიმარის აქტიურობას მოჰყვა, 86-წუთზე კი კუთხურიდან პაულინიოს გაატანინა.


ლეგენდარულ მარაკანაზე ბრაზილია ესპანეთის სუპერ გუნდს დაუპირისპირდა. ნეიმარი აქაც მთავარი როლის შემსრულებელ მსახიობად მოგვევლინა. ბრაზილიელებმა ევროპელებს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს. ნეიმარმა სამივე გოლში მიიღო მონაწილეობა. ბრაზილიის მეორე გოლი განსაკუთრებით ლამაზი გამოდგა, იკერმა ნეიმარის ყუმბარისებულ დარტყმულს ვერაფერი მოუხერხა.


ნეიმარი ყელზე ოქროს მედლითა და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოთი დამშვენებული გაემგზავრა ბარსელონაში. ბრაზილიელებს კი მაისურზე მე-6 ვარსკვლავის დატანის იმედი გაუასმაგდათ...



დასაწყისი - მსოფლიო თასი 2014


ბრაზილიელის პირველი სეზონი ევროპაში უტიტულო გამოდგა (ესპანეთის სუპერ თასს თუ არ ჩავთვლით სეზონის დასაწყისში), თუმცა ამის მიუხედავად ჟუნიორი მუნდიალს საკმაოდ კარგ ფორმაში ხვდებოდა. ბარსელონას შემადგენლობაში 41 თამაშში 30 გოლში მიიღო მონაწილეობა და არაერთი მაგიური მომენტი გვაჩუქა. 


მსოფლიო ჩემპიონატის გახსნითი მატჩი. ბრაზილია-ხორვატია. ხორვატები მატჩის სტარტზევე დაწინაურდნენ. მარსელომ თავის კარში ჩაჭრა. ბრაზილიელი ქომაგი ანერვიულდა, მაგრამ ღელვამ დიდხანს არ გასტანა, სცენაზე ნეიმარი დადგა. დრიბლინგით წაღებული ბურთი და საჯარიმოს გარედან, ძელის გავლით კარის ბადეში აღმოჩენილი გამათანაბრებელი. მეორე ტაიმში ნეიმარმა თერთმეტმეტრიანიდან გაიტანა, საბოლოო წერტილი ოსკარმა დასვა. ბრაზილიაში დღესასწაული დაიწყო.


მეორე ტურში ბრაზლილიელებს გილერმო ოჩოამ მუნდიალების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო პერფორმანსი დაუპირისპირა. სელესაო მექსიკასთან დაზავდა.


კამერუნთან უკვე ქერა ნეიმარი ვიხილეთ. ანგარიში სწორედ მან გახსნა, რასაც მალევე უპასუხა ჟოელ მატიპმა. ტაიმის ბოლოსკენ ნეიმარმა კიდევ ერთი ბრწყინვალე გოლი გაიტანა, მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში შევიდა, მეკარე მოძრაობაზე დაიჭირა და ბურთი საპირისპირო კუთხეში შეაგორა. მეორე ტაიმში ფრედმა და ფერნანდინიომაც გამოიჩინეს თავი.



მერვედფინალებში ორი სამხრეთ-ამერიკული დაპირისპირება შედგა, ბრაზილია-ჩილე და ურუგვაი-კოლუმბია. გამარჯვებულები მეოთხედფინალში დაუპირისპირდებოდნენ ერთმანეთს. ჩვენთვის საინტერესო თამაში საკმაოდ მძიმე და დაძაბული გამოდგა, 90 წუთმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა, არც დამატებით 30 წუთში შეიცვალა რამე. 


ჩილელებმა ორი პენალტის გატანა მოახერხეს, ბრაზილიელებისგან თავიანთი პენალტები დავიდ ლუისმა, მარსელომ და ნეიმარმა გაიტანეს. მისთვის საბედისწერო მეოთხედფინალში ნეიმარს ხამესის კოლუმბია ელოდა.


მე-7 წუთზე ნეიმარის კუთხურს ტიაგო სილვას გოლი მოჰყვა. ტაიმი ბრაზილიამ მინიმალური ანგარიშით მოიგო. კოლუმბიელებს უხეშობის გარეშე ნეიმარის გაჩერება უჭირდათ, მსაჯი მათ ამაში დიდად არ ზღუდავდა. კოლუმბიელების ერთ-ერთ მორიგ უხეშობას დავიდ ლუიზის ყუმბარისებული გასროლა მოჰყვა 35 მეტრიდან. 2-0. მე-80 წუთზე ხამესმა ანგარიში შეამცირა, აქედან 8 წუთში კი ნეიმარისთვის მუნდიალი დასრულდა.


იშვიათი მომენტი, როდესაც ბრაზილიელის ემოციებში ეჭვი ალბათ არავის შეუტანია. სამედიცინო შტაბის დიაგნოზამდეც ცხადზე ცხადი იყო, რომ საქმე მძიმე ტრავმასთან გვქონდა. ექიმებმა ნეიმარს უთხრესმ, რომ იღბლიანი იყო, რადგან სიარულს შეძლებდა...


ნეიმარისთვის მუნდიალი ნაადრევად დასრულდა. ალბათ, სჯობდა სელესაოსთვისაც აქ დასრულებულიყო.



მეორე აქტი - რუსეთი 2018


ოთხ წელიწადში ბევრი რამ შეიცვალა. ახალგაზრდა ვარსკვლავი უკვე აღარც ისეთი ახალგაზრდა იყო და მესი-კრიშტიანუს მაგიდაზე ჯდომაზეც ჰქონდა საფუძვლიანი პრეტენზია. სწორედ ამ პრეტენზიის გამო გადაბარგდა პარიზში და მსოფლიო სატრანსფერო ბაზრის რევოლუციის მთავარ მიზეზადაც მოგვევლინა. ჟუნიორი რუსეთის მუნდიალს ბევრად დიდი პასუხისმგებლობით ხვდებოდა. 


ნაიმარი და კომპანია ჯგუფში შვეიცარიასთან, სერბეთსა და კოსტა-რიკასთან მოხვდნენ. ბრაზილიელებს ადვილი გასეირნება არ გამოუვიდათ. სელესაო პირველ ტურში შვეიცარიასთან წაგებას კოუტინიომ გადაარჩინა. ნეიმარის დიდმა „ჰეითერმა“, ლეგენდარულმა ერიკ კანტონამ კი მთელი მსოფლიოს ყურადღება ბრაზილიელის ვარცხნნილობაზე გადაიტანა. ჟუნიორმა შემდეგივე თამაში შეიცვალა იმიჯი და სამართლიანობა მოითხოვს ვთქვათ, რომ თამაშის ხარისხიც გააუმჯობესა. კოსტა-რიკას 97-ეზე გაუტანა, სერბეთთან კი ტიაგო სილვას გაატანინა.


მერვედფინალში ბრაზილიელებს ოთხი წლის წინანდელი „შეუსრულებელი მისია“ ჰქონდათ შესასრულებელი. ალბათ, აღარ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ გილერმო ოჩოასა და მექსიკელების წინააღმედგ ნეი ახალი ვარცხნილობით წარსდგა. უგოლო პირველი ნახევრის შემდეგ ნაიმარმა ყველაფერი თავად გადაწყვიტა, ჯერ ვილიანთან გათამაშებული ბრწყინვალე კომბინაცია დააგვირგვინა, მატჩის მიწურულს კი „ბობი“ ფირმინოს გაატანინა. 2-0. ბრაზილიელებს მეოთხედფინალში ბელგიელი „წითელი ეშმაკები“ ელოდნენ.


სელესაოს მექსიკასათან კაზემიროს მიღებული ყვითელი ძვირად დაუჯდა. ბელგიელებმა ანგარიში სწორედ მისი შემცვლელის, ფერნანდინიოს ავტო გოლით გახსნეს. ბელგიელებმა ბრაზილიელების „უცენტრობით“ იდეალურად ისარგებლეს და ტაიმი კომფორტული სხვაობით მოიგეს. 2-0. ფერნანდინიო და ბრაზილიის საყრდენი ზონა კრიტიკას ვერც მეორე ტაიმში უძლებდა. სელესაო მომენტებს ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე თუ ქმნიდა. ნეიმარისა და კოუტინიოს „ჟოგა-ბონიტოსთვის“ რაიმეს დაპირისპირება ბელგიელი მცველებისთვის რთული მისია აღმოჩნდა, მაგრამ არა მუნდიალის საუკეთესო კიპერისთვის. შემდეგ იყო კურტუას კარში არდანიშნული ასპროცენტიანი თერთმეტმეტრიანი, რენატო აუგუსტოს აუღებელი თავური და დაძაბულობის პიკი მატჩის ბოლო წუთებზე. 


ნეიმარს ბოლო შანსი 93-ე წუთზე მიეცა. დუგლას კოსტას ცრუ მოძრაობები და ნეისთვის გაგორებული იდეალური პასი. თითქოს სცენარი წინასწარაა დაწერილი, მსოფლიო ამ საფეხბურთო ზეიმის კიდევ 30 წუთს იმსახურებს. ამ ისტორიის ანტაგონისტი კი სულაც არ  ფიქრობდა ასე. ნეიმარის თითქოს და იდეალურად დარტყმულს მაინც წაარტყა თითები. ბელგია ნახევარფინალშია.



კატარი 2022 - ბოლო ცეკვა


მე ამას (მუნდიალს) ჩემს უკანასკნელად ვხედავ, რადგან არ ვიცი, მაქვს თუ არა საკმარისი მენტალური ძალა, რომ ფეხბურთს კიდევ გავუმკლავდე.
ამიტომ ყველაფერს გავაკეთებ, რომ კარგ ფორმაში ვიყო, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემს ქვეყანასთან ერთად მოვიგო და ავიხდინო ჩემი ყველაზე დიდი ოცნება, რომელიც ბავშვობიდან მაქვს. და იმედი მაქვს, ამას შევძლებ.


ბრაზილიელმა ეს განცხადება კატარის მსოფლიო ჩემპიონატამდე ერთი წლით ადრე გააკეთა და გულშემატკივრებში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. 


იმისდა მიუხედავად, რომ სელესაოსთვის ბოლო წლები ნამდვილად არ იყო წარმატებული, ნეიმარს და კომპანიას მაინც ვხედავდით ფავორიტების თითქმის ყოველი სიის სათავეში. 


ნეიმარის უიღბლობა პირველივე ტურში დაიწყო. სერბეთთან მძიმე თამაშში ბრაზილიას მხსნელად რიჩარლისონი მოევლინა. მატჩის ბოლოს კი სერბების მორიგ უხეშობას ნეის კოჭის ტრავმა მოჰყვა. ბრაზილიელმა ჯგუფურ ეტაპზე ვეღარ ითამაშა. 


ნეიმარის ტრავმა მძიმე ჩანდა, მედიკოსები ვერ აძლევდნენ ტიტეს გარანტიას, რომ გუნდის ლიდერი ფლეი-ოფებისთვის მზად იქნებოდა. ბევრი მითქმა-მოთქმის მიუხედავად, ნეიმარმა სამხრეთ კორეას პირველივე წუთებიდან შეუტია.


სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დოჰაში გამართული მატჩის პირველი ტაიმი, “ჟოგა ბონიტოს” ერთ-ერთი საუკეთესო გამოვლინება იყო. ბრაზილიელებს 35-ე წუთისთვის უკვე ოთხი უპასუხო გოლი ჰქონდათ გატანილი. მთავარ მოქმედ პირად კვლავ  ტოტენჰემის შემტევი მოგვევლინა. სანამ რიჩარლისონი ტურნირის მეორე მშვენება გოლს შექმნიდა, თერთმეტმეტრიანიც გამოიმუშავა, რომელიც გოლად ნეიმარმა აქცია. სელესაოს მეოთხედფინალში მსოფლიოს მოქმედი ვიცე-ჩემპიონები ელოდნენ.


უამრავი მომენტის მიუხედავად ბრაზილიელებმა ლივაკოვიჩის კარის აღება 90 წუთში ვერ შეძლეს. ხორვატმა კიპერმა განსაკუთრებით ნეიმარი გააწამა.


პირველი დამატებით თხუთმეტ წუთს არბიტრმა კიდევ ერთი წუთი წაუმატა. ნეიმარი მოედნის ცენტრსა და საჯარიმოს შუაში აღმოჩნდა ბურთით. თვალის დახამხამებაში ორ თანაგუნდელთან ბრწყინვალედ გაითამაშა.  „გავიდა ბოლომდე ნეიმარი... დაამიწა ბურთი! 1-0...“ გიორგი კალატოზმა იდეალურად აღწერა ნეიმარის გოლი.


ბრაზილიელები ნახევარფინალზე ფიქრებიდან ბრუნო პეტკოვიჩმა გამოაფხიზლა, ხორვატმა მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე შეარხია ალისონის კარის ბადე. ხორვატებმა პენალტები იდეალურად შეასრულეს. მეხუთე პენალტის მოლოდინში მყოფმა ნეიმარმა ჯერ არ იცოდა, რომ ლოდინი შემდეგ მუნდიალამდე მოუწევდა - თუ საერთოდ იქნებოდა კიდევ ერთი მუნდიალი...


ნიკოლოზ კვარაცხელია

ნიკოლოზ კვარაცხელია

ბრაზილია
მსოფლიო ჩემპიონატი
ნეიმარი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

7 ლეგენდა, ვისთვისაც ეს მუნდიალი ბოლო იქნება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

7 ლეგენდა, ვისთვისაც ეს მუნდიალი ბოლო იქნება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რა მოთხოვნა წაუყენა იტალიის ნაკრებმა ფედერაციას?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რა მოთხოვნა წაუყენა იტალიის ნაკრებმა ფედერაციას?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ანჩელოტი ნეიმარის მუნდიალზე წაყვანას არ აპირებს — ბრაზილიური პრესა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ანჩელოტი ნეიმარის მუნდიალზე წაყვანას არ აპირებს — ბრაზილიური პრესა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ცვლილებები გრძელდება: იტალიის ნაკრები მწვრთნელის გარეშე დარჩა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ცვლილებები გრძელდება: იტალიის ნაკრები მწვრთნელის გარეშე დარჩა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

03 აპრ, 2026

7 ლეგენდა, ვისთვისაც ეს მუნდიალი ბოლო იქნება

News image

6 სთ წინ

რა მოთხოვნა წაუყენა იტალიის ნაკრებმა ფედერაციას?

News image

04 აპრ, 2026

ანჩელოტი ნეიმარის მუნდიალზე წაყვანას არ აპირებს — ბრაზილიური პრესა

News image

03 აპრ, 2026

ცვლილებები გრძელდება: იტალიის ნაკრები მწვრთნელის გარეშე დარჩა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება