გამჟღავნდა ის მოთხოვნა, რომელიც იტალიის ნაკრებმა იტალიის ფეხბურთის ფედერაციას ბოსნიასთან მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალის წინ წაუყენეს. ჯენარო გატუზოს გუნდი სამშაბათს გამართულ შეხვედრაში მოიზე კინის გოლით მე-15 წუთზე დაწინაურდა, თუმცა საბოლოოდ მაინც დამარცხდა.
ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან ბასტონი, ჯანლუიჯი დონარუმა და სანდრო ტონალი, იმ საუკეთესო მოთამაშეებს შორის მოხვდნენ, რომლებიც ამ ზაფხულს ოკეანის გაღმა ვერ გაემგზავრებიან. ასეთი შემადგენლობით იტალიის მსოფლიო ჩემპიონატზე დაბრუნება გარდაუვალი ჩანდა, თუმცა ახალი დეტალები მოწმობს, რომ ზედმეტი თავდაჯერებულობა გუნდს საზიანოდ შემოუბრუნდა.
იტალიური გამოცემა La Repubblica იტყობინება, რომ ბოსნიასთან გადამწყვეტ მატჩამდე იტალიელმა ფეხბურთელებმა მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შემთხვევაში ბონუსის სახით 300,000 ევრო მოითხოვეს (თითო ფეხბურთელზე დაახლოებით 10,000 ევრო).
გავრცელებული ინფორმაციით, ნაკრების უკვე ყოფილმა მწვრთნელმა, გატუზომ, შეძლო ფეხბურთელების გადარწმუნება, რომ ფედერაციასთან მოლაპარაკებები არ გაეგრძელებინათ. ის ამტკიცებდა, რომ ბონუსზე საუბარი მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვების შემდეგ იყო შესაძლებელი.
2006 წლის ტრიუმფის შემდეგ იტალიამ ევროპის ჩემპიონატი მოიგო, მსოფლიო ჩემპიონატებზე კი მათი გამოსვლა მხოლოდ იმედგაცრუებაა.
2010 წელს გუნდმა ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა პარაგვაისთან, ახალ ზელანდიასთან და სლოვაკეთთან მატჩების შემდეგ. ოთხი წლის შემდეგ მათ კვლავ ვერ დაძლიეს ჯგუფური ეტაპი, შემდეგი სამი ტურნირი კი საერთოდ გამოტოვეს.