იტალიის ეროვნულ ნაკრებში ცვლილებები გრძელდება.
ფედერაციის პრეზიდენტის, გაბრიელე გრავინას გადადგომისა და ჯანლუიჯი ბუფონის წასვლის შემდეგ, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ, ოფიციალურად დაასრულა ურთიერთობა იტალიის ფეხბურთის ფედერაციასთან.
„სკუადრა აძურა“ თავისი ისტორიის ყველაზე ფრაგილურ ფაზაში შედის — გუნდი ლიდერებისა და ტექნიკური ხელმძღვანელობის გარეშე დარჩა. გატუზომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც იტალია მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპიდან ბოსნიასთან პენალტების სერიაში გამოვარდა.
რინო ნაკრებს ასე დაემშვიდობა:
დამძიმებული გულით, რადგან ვერ მივაღწიეთ დასახულ მიზანს, მივიჩნევ, რომ ჩემი დრო ნაკრების მწვრთნელის პოსტზე დასრულებულია. აძურას მაისური ფეხბურთში ყველაზე ძვირფასი აქტივია, ამიტომ სწორია, რომ დაუყოვნებლივ მივცეთ გზა მომავალ ტექნიკურ შეფასებებს.
ჩემთვის დიდი პატივი იყო ნაკრების გაძღოლა იმ ბიჭებთან ერთად, რომლებმაც მაისურისადმი ერთგულება და თავდადება აჩვენეს