FIFA-მ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე ბილეთების ფასები გაზარდა.
მას შემდეგ, რაც მუნდიალის ყველა, 48-ვე მონაწილე გუნდის ვინაობა ცნობილი გახდა, FIFA-მ ფინალური მატჩის ბილეთების განახლებული ტარიფები გამოაქვეყნა. ფინალი აშშ-ში, ნიუ-ჯერსის შტატში, MetLife Stadium-ზე გაიმართება.
ფასების ზრდა საკმაოდ სოლიდურია და კატეგორიების მიხედვით ასე გამოიყურება:
ყველაზე ძვირადღირებული ბილეთები: ფასი 8 680-დან 10 990 დოლარამდე გაიზარდა (26,6%-იანი მატება).
მეორე კატეგორია: ღირებულება 5 575-ის ნაცვლად 7 380 დოლარი გახდა (32,4%-იანი მატება).
აღსანიშნავია, რომ FIFA „დინამიური ფასწარმოქმნის“ პრინციპს იყენებს ტურნირისთვის, რომელიც აშშ-ის 11, მექსიკის 3 და კანადის 2 ქალაქში ჩატარდება. პარალელურად, ოთხშაბათს ბილეთების ონლაინ გაყიდვების სისტემაში ხარვეზებიც დაფიქსირდა.