• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • instagram icon
10 დიდი ფეხბურთელი, რომელთაც მუნდიალზე არ უთამაშიათ
ფეხბურთიფეხბურთი

10 დიდი ფეხბურთელი, რომელთაც მუნდიალზე არ უთამაშიათ

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ფეხბურთის გულშემატკივართა აბსოლუტური უმრავლესობა მსოფლიო ჩემპიონატს ყველაზე დიდ საფეხბურთო ტურნირად თვლის. მუნდიალზე თამაში და მონაწილეობაც ხომ უკვე დიდი პრესტიჟია, არათუ მისი მოგება. თუმცა ისტორიაში არაერთი დიდი ვარსკვლავი ყოფილა, რომლებსაც უდიდეს საფეხბურთო ფორუმზე მონაწილეობა არასოდეს მიუღიათ.


გთავაზობთ ათეულს მსოფლიო ფეხბურთის იმ გამორჩეული ვარსკვლავებისა, რომლებსაც წუთი არ უთამაშიათ მსოფლიო პირველობაზე.


ალფრედო დი სტეფანო


მადრიდის „რეალის“ ლეგენდას, რომელსაც თვით „ფეხბურთის მეფე“ პელე უწოდებდა ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელს, ორ მუნდიალზე თამაში შეეძლო, მაგრამ მის სანაკრებო კარიერაზე, რომელიც სამ ეროვნულ გუნდს (არგენტინა, კოლუმბია, ესპანეთი) მოიცავს, ცალკე სტატია შეიძლება დაიწეროს. დი სტეფანომ იმ დროის ვარსკვლავური ესპანეთის ნაკრების მაისურით ვერ დაძლია 1958 წლის მუნდიალის შესარჩევი ეტაპი, 1962 წლის მუნდიალზე კი ტრავმირებული გაემგზავრა და უბრალოდ გუნდთან ერთად იმყოფებოდა ჩილეში.



გუნარ ნორდალი


ამბობენ, სულ სხვა შვედეთის ნაკრებს ვიხილავდით 1950 წლის პირველობაზე, გუნდში იმხანად უცხოეთში მოთამაშე შვედ ვარსკვლავებს რომ ეთამაშათო... „მილანის“ გოლეადორს ნაკრებში 1948 წელს ოლიმპიური ოქრო ჰქონდა მოგებული, ლეგიონერის სტატუსი კი მის ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობას ავტომატურად ბლოკავდა. ბრაზილიურ მუნდიალზე „ბლოგულტმა“ ბრინჯაოს მედლები ახალბედა ფეხბურთელებით, სახელოვანი ტრიო „გრე-ნო-ლის“ (გუნარ გრენი, გუნარ ნორდალი, ნილს ლიდჰოლმი) გარეშე მოიპოვა. ნორდალის ადგილი ვერც 1958 წლის საშინაო მუნდიალისთვის მოიძებნა. შვედი ფორვარდის სანაკრებო სტატისტიკა კი ექვსწლიან ინტერვალში ნათამაშებ 33 მატჩში გატანილ 43 გოლს ითვლის.



ჯორჯ ბესტი


კიდევ ერთი ლეგენდარული ფეხბურთელი, რომელსაც არასოდეს დასცალდა მუნდიალზე თამაში, 1968 წლის „ოქროს ბურთის“ ჩრდილო ირლანდიელი მფლობელია. კარიერის აქტიურ წლებში მისმა ნაკრებმა ვერცერთხელ დაძლია მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი, მიუხედავად ამისა, ჯორჯ ბესტს მაინც შეეძლო მუნდიალზე მონაწილეობა - ჩრდილო ირლანდიელთა თავკაცი ბილი ბინგემი ვეტერანი ვარსკვლავის წაყვანას 1982 წლის პირველობაზე აპირებდა, თუმცა მრავალმხრივი განხილვისა და ყოყმანის შემდეგ, უკვე ჩამოწერილი 36 წლის მოთამაშის სიმბოლური სახით მონაწილეობა ესპანეთში მაინც აღარ შედგა.



ბერნდ შუსტერი


1980 წლის ევროპის ჩემპიონმა ნაკრებში სულ ხუთიოდე წელი დაჰყო და დასავლეთ გერმანიის ეროვნულ გუნდში თამაშს საბოლოოდ 24 წლისამ დაანება თავი. ნაკრებიდან მისი წასვლა უამრავ უთანხმოებას უკავშირდება, რომელიც ქვეყნის ფეხბურთის კავშირს, ფეხბურთელსა და მის კლუბ „ბარსელონას“ შორის არსებობდა. ისიც ცნობილია, რომ შუსტერს არც ნაკრებში თანაგუნდელებთან ჰქონდა კარგი ურთიერთობა... სწორედ ამიტომ ვერ მოიძებნა გამორჩეული გერმანელი შუახაზელის ადგილი 1982 წლის მუნდიალზე იუპ დერვალის დამოძღვრილ გუნდში.



იან რაში


80-იანი წლების „ლივერპულის“ ულვაშა ბომბარდირის ნაკრები სუსტი იყო საიმისოდ, რომ მუნდიალზე მიეღო მონაწილეობა. იან რაშმა მსოფლიო ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ეტაპებზე ჯამში 11 გოლი გაიტანა, რაც უელსისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, არადა მისი ნაკრების 1986 და 1994 წლების მუნდიალებზე მონაწილეობა თითქოს რეალური იყო... 



ერიკ კანტონა


„იუნაიტედის“ ლეგენდას შეერთებული შტატების მინდვრებზე თამაში მართებდა ჟან-პიერ პაპენსა და დავიდ ჟინოლასთან ერთად, თუმცა ფეხბურთის ყველა ქომაგს კარგად მოეხსენება ფრანგების მარცხზე საკუთარ კედლებში ბულგარელების ოქროს თაობასთან, რამაც „მეფე ერიკს“ მუნდიალზე თამაშის შანსი მოუსპო და სანაკრებო კარიერაც პრაქტიკულად დაუსამარა.



ჯორჯ ვეა


პირველი არაევროპელი „ოქროს ბურთის“ მფლობელი 90-იანი წლების ფეხბურთის სახე იყო, თუმცა მუნდიალზე თამაში არც მას ეღირსა. ჯორჯ ვეა ძალიან ახლოს იყო 2002 წლის ჩემპიონატზე ასპარეზობასთან, თუმცა ლიბერია მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩა კონტინენტის საკმაოდ ძლიერ ნაკრებს, ნიგერიას, და რომ არა საბედისწერო საშინაო მარცხი აუტსაიდერ განასთან, „მეფე ჯორჯი“ კორეასა და იაპონიაში აუცილებლად გააგორებდა ბურთს.



იარი ლიტმანენი


ფინელი ვარსკვლავი ამსტერდამის „აიაქსისა“ და ეროვნული გუნდის ნამდვილი დირიჟორი იყო, თუმცა იგი იმ კატეგორიიდანაა, მსოფლიო პირველობაზე მისი ვერმოხვედრა უსუსტესი საფეხბურთო ნაკრების „დამსახურება“ უფრო რომაა, ვიდრე - თავად ფეხბურთელის.



რაიან გიგზი


ალბათ ბევრმა იცის, რომ პრემიერ ლიგის რეკორდსმენს არაერთ მუნდიალზე მონაწილეობა შეეძლო იმ მარტივი მიზეზით, თუკი ინგლისის ნაკრებში ითამაშებდა - ის ხომ ინგლისელი მამის შვილი და გვარად უილსონი იყო, თუმცა დედის მხარემ იძალა, უელსი აირჩია და „დრაკონების“ რიგებში ვერაფრით მოახერხა მსოფლიო პირველობაზე ბურთაობა. 



დიმიტარ ბერბატოვი


ბულგარელ ბომბარდირს უბრალოდ ცუდ დროს მოუწია ნაკრებში თამაში, ბულგარეთის ეროვნული გუნდი ხომ იმხანად ვერ ბრწყინავდა - ყველაზე მოკლედ ასე შეიძლება დახასიათდეს მისი ვერმონაწილეობა უდიდეს სანაკრებო ტურნირზე. „ბერბამ“ მხოლოდ 2004 წელს პორტუგალიაში გამართულ ევროზე ითამაშა, დღეს კი 48 გოლით სამშობლო ნაკრების ყველა დროის საუკეთესო მეგოლეა ხრისტო ბონევთან ერთად.



ამ ათეულთან ერთად შეგვიძლია, ვახსენოთ „ბარსელონას“ ლეგენდა ლასლო იგივე ლადისლაო კუბალა, რომელსაც ოთხ სხვადასხვა ნაკრებში (ჩეხოსლოვაკია, უნგრეთი, ესპანეთი, კატალონია) ჰქონდა ნათამაშები, ანდა აფრიკული ფეხბურთის თვალსაჩინო წარმომადგენელი აბედი აიუ, იგივე აბედი პელე, ლიტმანენთან ერთად შეიძლება სამი ჰიუუპიას ხსენებაც... ბევრი სპეციალისტი ასევე ახსენებს იაპონელ ცოცხალ ლეგენდა კაზუიოში მიურას, რომელიც დღემდე არავინ იცის, თუ როგორ ვერ მოხვდა საფრანგეთის 1998 წლის მუნდიალის განაცხადში.

პაატა ჩახვაშვილი

პაატა ჩახვაშვილი

გიგზი
კანტონა
მსოფლიო ჩემპიონატი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

რა დაემართა იტალიის ნაკრებს?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რა დაემართა იტალიის ნაკრებს?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

სკალონი მესის ისტორიულ რეკორდზე საუბრობს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

სკალონი მესის ისტორიულ რეკორდზე საუბრობს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ედერსონი ანჩელოტისა და გვარდიოლას ადარებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ედერსონი ანჩელოტისა და გვარდიოლას ადარებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

იტალიურ ფეხბურთში დიდი რევოლუცია იწყება?!

•ფეხბურთი

ფეხბურთი

იტალიურ ფეხბურთში დიდი რევოლუცია იწყება?!
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

23 სთ წინ

რა დაემართა იტალიის ნაკრებს?

News image

18 სთ წინ

სკალონი მესის ისტორიულ რეკორდზე საუბრობს

News image

22 სთ წინ

ედერსონი ანჩელოტისა და გვარდიოლას ადარებს

News image

4 სთ წინ

იტალიურ ფეხბურთში დიდი რევოლუცია იწყება?!

კომენტარები

ლინკის დაკოპირება