მორიგი მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩენის შემდეგ, იტალია ფეხბურთის ფუნდამენტური რეფორმისთვის ემზადება.
ქვეყანაში მასშტაბური შეხვედრა დაიგეგმა, რომელშიც ყველა დონის საფეხბურთო ლიდერი, მწვრთნელი და მოთამაშე მიიღებს მონაწილეობას.
Sky Sports News-ის ინფორმაციით, იგეგმება იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სრული რეორგანიზაცია, რაც ხელმძღვანელობის, მათ შორის პრეზიდენტის, თანამდებობიდან გადაყენებას გულისხმობს. პროცესი იმდენად სერიოზულ ფაზაში გადავიდა, რომ საკითხის განხილვაში ქვეყნის სპორტის მინისტრიც ჩაერთო.
იტალიური ფეხბურთის მესვეურები მიიჩნევენ, რომ სისტემა სრულ განახლებას საჭიროებს, რათა ქვეყანამ საერთაშორისო ასპარეზზე ძველი დიდება დაიბრუნოს.
რევოლუცია გულისხმობს ყველა სფეროში ცვლილებს — მათ შორის მთავარი მწვრთნელის, ჯენარო გატუზოს გათავისუფლებასაც.