• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ჩემპიონების რეგრესი? რატომ არ მიიჩნევენ არგენტინას ფავორიტად
ფეხბურთიფეხბურთი

ჩემპიონების რეგრესი? რატომ არ მიიჩნევენ არგენტინას ფავორიტად

6 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლის შემდეგ არგენტინის ნაკრებმა ყველა შესაძლო საერთაშორისო ტიტული მოიგო, საფეხბურთო სამყაროში მოქმედი ჩემპიონების მიმართ ეჭვები მაინც ჩნდება. ბევრი ამას იმ ფაქტს უკავშირებს, რომ 2026 წლის მუნდიალის დაწყებისას ლიონელ მესი უკვე 39 წლის იქნება.


სუსტი მეტოქეები და საეჭვო ფორმა


არგენტინამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ მესის გარეშეც ელიტარულ გუნდად რჩება, თუმცა გულშემატკივრებსა და ექსპერტებს ერთი კითხვა აწუხებთ: დიდი ხანია არგენტინას რეალური ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ არ უთამაშია. ბოლო ოთხი ამხანაგური შეხვედრა არგენტინამ პუერტო რიკოსთან, ანგოლასთან, მავრიტანიასთან და ზამბიასთან გამართა. ძლიერი კონკურენციის ნაკლებობამ და ზოგიერთ მატჩში ნაჩვენებმა არადამაჯერებელმა თამაშმა გამოიწვია ის, რომ ბევრისთვის არგენტინა ფავორიტთა სიის სათავეში აღარ არის.


ESPN-ის რეიტინგი: პორტუგალია მესის გუნდზე წინ არის


ESPN-ის ანალიტიკოსი რაიან ო’ჰენლონი ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც არგენტინის დღევანდელი მდგომარეობა აეჭვებს. მან მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე 48-ვე ნაკრების რეიტინგი შექმნა და არგენტინა მხოლოდ მე-7 ადგილზე გაამწესა. ო’ჰენლონი სვამს კითხვას:


რეალურად რამდენად დიდია მესის გავლენა ამ გუნდზე დღეს?


ანალიტიკოსის აზრით, მესი კვლავაც გადამწყვეტი ფიგურაა, თუმცა მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე არგენტინაზე წინ ექვსი ნაკრები დგას:


1. საფრანგეთი

2. ესპანეთი

3. ინგლისი

4. ბრაზილია

5. პორტუგალია

6. ნიდერლანდები

საინტერესოა, რომ რეიტინგში კრიშტიანუ რონალდუს პორტუგალია მესის გუნდზე წინ აღმოჩნდა. ამასთან, ხუთეულში მოხვდა ბრაზილიაც, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში არგენტინაზე გაცილებით ცუდი შედეგი აჩვენა. ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ პორტუგალიისთვის რონალდუს სათადარიგო სკამიდან გამოყენება უფრო მომგებიანი იქნება, თუმცა, მიუხედავად ამისა, მათ შემადგენლობას მაინც უფრო მაღალ რეიტინგს ანიჭებენ.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

არგენტინა
მესი
მსოფლიო ჩემპიონატი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

10 დიდი ფეხბურთელი, რომელთაც მუნდიალზე არ უთამაშიათ

•ფეხბურთი

ფეხბურთი

10 დიდი ფეხბურთელი, რომელთაც მუნდიალზე არ უთამაშიათ
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მბაპე ისტორიის წინააღმდეგ: მოიგებს საფრანგეთი მსოფლიოს?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მბაპე ისტორიის წინააღმდეგ: მოიგებს საფრანგეთი მსოფლიოს?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გადადგა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გადადგა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

7 ლეგენდა, ვისთვისაც ეს მუნდიალი ბოლო იქნება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

7 ლეგენდა, ვისთვისაც ეს მუნდიალი ბოლო იქნება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

9 სთ წინ

10 დიდი ფეხბურთელი, რომელთაც მუნდიალზე არ უთამაშიათ

News image

6 სთ წინ

მბაპე ისტორიის წინააღმდეგ: მოიგებს საფრანგეთი მსოფლიოს?

News image

6 სთ წინ

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გადადგა

News image

2 სთ წინ

7 ლეგენდა, ვისთვისაც ეს მუნდიალი ბოლო იქნება

კომენტარები

ლინკის დაკოპირება