• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
მუნდიალზე მოსახვედრი გეგმა ნეიმარისთვის
ფეხბურთიფეხბურთი

მუნდიალზე მოსახვედრი გეგმა ნეიმარისთვის

5 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

სანტოსის მთავარმა მწვრთნელმა, კუკამ, გაამჟღავნა სპეციალური სამედიცინო გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს 34 წლის ნეიმარის კარგ ფიზიკურ ფორმაში მოყვანას 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის.


ბრაზილიელმა სუპერვარსკვლავმა ბოლო სანაკრებო პაუზა მუხლის რეგენერაციული პროცედურისთვის გამოიყენა, რათა ჩრდილოეთ ამერიკაში გასამართ ტურნირამდე ძალები აღიდგინოს.


კვირას გამართულ დაპირისპირებაში ფლამენგოს წინააღმდეგ სანტოსს თავისი თილისმის გარეშე მოუწია თამაში. ნეიმარი ასევე გამოტოვებს კოპა სუდამერიკანას სასტარტო მატჩს დეპორტივო კუენკასთან. მწვრთნელმა კუკამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არყოფნა გათვლილი სტრატეგიის ნაწილია, რათა ფორვარდი სეზონის დარჩენილი ნაწილისა და მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზად იყოს

ფლამენგოსთან 2:0 მარცხის შემდეგ კუკამ დეტალურად ისაუბრა ნეიმარის გრაფიკზე:


სანაკრებო პაუზის დროს მან მუხლზე პროცედურა ჩაიტარა, რის გამოც არ უვარჯიშია და 4-5 დღე ფიზიკურ აღდგენას დაუთმო. ახლა ის ენერგიით აივსება, რათა მომდევნო შესვენებამდე დარჩენილი 13 მატჩი ზედიზედ ითამაშოს.


პროცედურა მოიცავდა PRP თერაპიას - ეს არის რეგენერაციული მეთოდი, რომელიც ფეხბურთელის საკუთარ სისხლს იყენებს მიკროტრავმების მოსაშუშებლად და სახსრების ქსოვილების გასაძლიერებლად. ეს მიდგომა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოთამაშისთვის, რომელსაც ბოლო სამი წლის განმავლობაში მუდმივი ტრავმები აწუხებს. მიზანია, ნეიმარმა ბრაზილიის ჩემპიონატის დატვირთვას გაუძლოს და თასზე კარლო ანჩელოტის ყურადღება მიიპყროს ეროვნულ ნაკრებში მოსახვედრად

მიუხედავად იმისა, რომ მის ფიზიკურ მდგომარეობას უფრთხილდებიან, ნეიმარის ტემპერამენტმა კვლავ აჟიოტაჟი გამოიწვია. რემოსთან მატჩში მიღებული სადავო ყვითელი ბარათის შემდეგ, მან მწვავედ შეუტია მსაჯ სავიო პერეირა სამპაიოს.


ნეიმარმა ქალ მსაჯს სექსისტური შეურაცხყოფა მიაყენა


არსებობს ცნობები, რომ ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი შეისწავლის ნეიმარის მხრიდან გაჟღერებულ სექსისტურ კომენტარებს. ამ ინციდენტმა შესაძლოა გრძელვადიანი დისკვალიფიკაცია გამოიწვიოს, რაც სერიოზული დაბრკოლება იქნება მისი მსოფლიო ჩემპიონატისთვის მომზადების გეგმაში.

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

ბრაზილია
მსოფლიო ჩემპიონატი
ნეიმარი
სანტოსი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ნეიმარი მუნდიალზე - დაუწერელი ისტორია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ნეიმარი მუნდიალზე - დაუწერელი ისტორია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბურთის მიმწოდებელმა დონარუმას პენალტების სია მოპარა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბურთის მიმწოდებელმა დონარუმას პენალტების სია მოპარა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ინტერის პრეზიდენტი: „სირცხვილია ის, რასაც ბასტონის უკეთებენ"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ინტერის პრეზიდენტი: „სირცხვილია ის, რასაც ბასტონის უკეთებენ"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რა მოთხოვნა წაუყენა იტალიის ნაკრებმა ფედერაციას?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რა მოთხოვნა წაუყენა იტალიის ნაკრებმა ფედერაციას?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

05 აპრ, 2026

ნეიმარი მუნდიალზე - დაუწერელი ისტორია

News image

5 სთ წინ

ბურთის მიმწოდებელმა დონარუმას პენალტების სია მოპარა

News image

17 სთ წინ

ინტერის პრეზიდენტი: „სირცხვილია ის, რასაც ბასტონის უკეთებენ"

News image

05 აპრ, 2026

რა მოთხოვნა წაუყენა იტალიის ნაკრებმა ფედერაციას?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება