მანჩესტერ იუნაიტედის მცველმა, ჰარი მაგუაირმა, იმ ზეწოლაზე ისაუბრა, რომლის გაძლებაც მას ოლდ ტრაფორდზე უწევს.
ინგლისელი ფეხბურთელის თქმით, კლუბში არსებული მუდმივი ყურადღება და კრიტიკა ბევრისთვის გადაუჭრელი ბარიერი აღმოჩნდა:
ვხედავ, როგორ მოდიან ამ კლუბში ფეხბურთელები, რომლებისთვისაც იუნაიტედი, გულახდილად რომ ვთქვა, ზედმეტად დიდია. მუდმივი ყურადღება, დაკვირვება, ანალიზი... ყოველი გაშვებული გოლი ვიღაცის ბრალია.
კითხვაზე, გატეხდა თუ არა სხვა მოთამაშეების უმეტესობას ის ყველაფერი, რაც თავად გადაიტანა, მაგუაირმა უპასუხა:
კი, ალბათ. ბევრი უბრალოდ დახურავდა ამ თავს, სადმე სხვაგან წავიდოდა და კარიერას თავიდან დაიწყებდა. ისინი, სავარაუდოდ, ბევრად უფრო სწრაფად გატყდებოდნენ.