ლივერპული და იბრაჰიმა კონატე ახალი ხელშეკრულების გაფორმებასთან ძალიან ახლოს არიან.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზე გადავიდა მას შემდეგ, რაც ნოემბერში მადრიდის რეალმა ფეხბურთელის ტრანსფერზე საბოლოო უარი თქვა და მერსისაიდულ კლუბს საკუთარი გეგმების შესახებ აცნობა.
ამჟამად მხარეები კონტრაქტის ბოლო დეტალებს აგვარებენ. ყველა მხარე ოპტიმისტურადაა განწყობილი და მოსალოდნელია, რომ შეთანხმება ოფიციალურად მალე დაიხურება.
26 წლის საფრანგეთის ნაკრების ცენტრალური მცველი ლივერპულში 2021 წელს ლაიფციგიდან შეუერთდა და კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე წლის ივნისამდე ჰქონდა გაფორმებული.