ეროვნული ლიგა 2-ის პლეი-აუტის განმეორებით მატჩში, დუშეთის არაგვმა თბილისის ლოკომოტივი პენალტების სერიით დაამარცხა და საქართველოს რანგით მე-2 დივიზიონის საგზური მოიპოვა.
გუნდებს შორის გამართული პირველი შეხვედრა თბილისელებმა სტუმრად 3:2 მოიგეს, საკუთარ არენაზე კი 0:1 წააგეს და საქმე პენალტების სერიამდე მივიდა.
თერთმეტმეტრიანებისას გუნდებმა 9-9 დარტყმა შეასრულეს. საბოლოოდ, არაგველებმა 7:6 გაიმარჯვეს და მე-2 დივიზიონში აღზევდნენ.
აღსანიშნავია, რომ არაგვი ეროვნული ლიგა 2-ში 1-წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება - 2024-ში ასევე პლეი-აუტში იბერია 2-თან დამარცხდნენ.
შეგახსენებთ, ლიგა 3-დან ეროვნული ლიგა 2-ის საგზური სართიჭალის შტურმმა და გორის გორმა პირდაპირ მოიპოვეს, კიდევ ერთ პლეი-აუტში კი ზუგდიდის ოდიშმა იბერია 2 დაამარცხა და საგზური ამ ფორმით მიიღო.